Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 1 თებერვალი


Recommended Posts

1 თებერვალს, 11:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება.

მის: გორგასლის ქ. #24 (პროკურატურის ძველი შენობა).

 

1 თებერვალს, 12:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო წიქარიშვილი და სამოქალაქო რეესტრის მოსახლეობის რეგიტრაციის სამმართველოს უფროსი, მამუკა სამხარაძე, ისან-სამგორის რაიონში დამისამართების პროექტის მიმდინარეობის პროცესს გაეცნობიან.

მის: ბოგდან ხმელნიცკის ქ. #4ა (31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორია).

 

1 თებერვალს, 12.00 საათზე, თბილისის #24-ე სკოლის მიმდებარე ეკლესიის წინ გაიმართება იურისტთა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘სიმართლის რწმენით’ და ‘თავისუფალ ასოციაციათა კავშირის’ ერთობლივი აქცია – ბრიფინგი ჯვრისწერის სამოქალაქო ქორწინებასთან გათანაბრების თაობაზე.

 

1 თებერვალს, 12.00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, ანდრო გიგაური არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციის საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღების პროცესს შეაჯამებს.

მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24ა (იუსტიცის სამინისტროს შენობა).

 

1 თებერვალს, 12.00 საათზე, თბილისის საკრებულოს წევრი, ზაზა გაბუნია, ორგანიზაციის ‘მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისთვის’ წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ‘საპენსიო თანხა და სადაზღვევო პაკეტი’.

 

1 თებერვალს, 13.00 საათზე, გაზეთ ‘პრაიმ თაიმის’ პრესკლუბი პარლამენტარ, გოკა გაბაშვილსუმასპინძლებს.

1 თებერვალს, 13.00 საათზე, დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია განცხადებას გააკეთებს.

თემა: ‘ელექტროენერგიის შეღავათების მოხსნა’.

მის: მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძე) ქ. #12, ოთახი 27.

ლელა გულედანი – 599 93 95 63.

 

1 თებერვალს, 13:00 საათზე, იტვ-ის მედიაკლუბის სტუმარი ‘ხალხის პარტიის’ ლიდერი, კობა დავითაშვილი იქნება.

საკონტაქტო პირი ნინი ობგაიძე – 593 99 66 25.

 

1 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ‘ილიაუნი ბიზნეს რევიუს’ მიერ მომზადებული საქართველოს საბანკო სისტემის კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: გ. წერეთლის ქ. #2, G 106 აუდიტორია, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა.

 

1 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო ‘თბილისი მარიოტში’ მედიაგაერთიანება ‘სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის’ შეხვედრას გამართავს.

საკონტაქტო ნომრები: 599 78 09 03; 593 73 55 00.

 

1 თებერვალს, 13:00 საათზე, ფრაქციის ‘ერთობა სამართლიანობისთვის’ ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ფრაქციის თავმჯდომარის როტაციის წესით შეცვლა.

საკონფერენციო დარბაზი.

 

1 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში სეოკ-ის მიერ 2011 წლის სხვადასხვა ნომინაციებში (საუკეთესო სპორტსმენი, მწვრთნელი, გუნდი, რეგიონი, ოლიმპიური იმედი, მეცენატი, ჟურნალისტი) გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და პრესკონფერენცია გაიმართება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...