planetanews Posted January 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59840.jpgაშშ-სთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ამერიკის დახმარებაზე გამახვილდა ყურადღება თეთრ სახლში სააკაშვილი-ობამას შეხვედრის დროს. ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველო მსოფლიო არენაზე პასუხისმგებელ მოთამაშედ მოიხსენია. მისი თქმით, აშშ დადებითად აფასებს დემოკრატიისა და გამჭვირვალობის იმ მოდელს, რომელიც საქართველოს აქვს. ამის შესახებ ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საქართველო მისაბაძი მოდელია მთელი რეგიონისთვის რეფორმების დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. `ძალიან ვაფასებ იმ ინსტიტუტების აშენებას, რომელიც საქართველოში განხორციელდა. აქ პატივს სცემენ უმცირესობებს და კანონის უზენაესობას, პოლიციის სისტემა განვითარდა. ამ პროცესს საქართველოს მომავალი თაობებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება,`- განაცხადა ობამამ. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი აუდიენცია თეთრ სახლში. თავდაპირველად ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან პირისპირ შეხვედრა და სადილი ორ საათს, ხოლო უშუალოდ პრეზიდენტების შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts