planetanews Posted January 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59845.jpgმიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრებს ექსპერტების და პოლიტიკოსების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც აფასებენ. ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელეს. დავით ბაქრაძის განცხადებით, პრეზიდენტ ობამას ინიციატივა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის, რადგან ეს ნიშნავს ეკონომიკის განვითარებას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მეტი ადამიანის დასაქმებას და ზოგადად ეკონომიკურ პროგრესს. `არის თანამშორმლობა უსაფრთხოების სფეროში. მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის ძალიან მკაფიო განცხადება, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ასევე გამოვყოფდი ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხს,`- განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ ასეთი თბილი და კარგი დამოკიდებულება საქართველოსთან ნიშნავს, რომ თანამშრომლობა და მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება. უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა პრეზიდენტების შეხვედრას მანანა მანჯგალაძემ. საქართველოს პრეზიდენტის პერსსპიკერის თქმით, ფართოდ იქნა განხილული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მაღალ დონეზე გაგრძელდეს დიალოგი ამ თემაზე და განხილულ იქნეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების საკითხი. მანჯგალაძემ ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას და მაღალი რანგის ვიზიტებს, რომელიც ამ მიზნით გაიმართება, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეხვედრა, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts