planetanews Posted January 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59847.jpgთეთრ სახლში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრას უკვე მოჰყვა პირველი შედეგი - საერთაშორისო ორგანიზაცია OPIC-მა საქართველოში პირველი ტრანში გადმორიცხა. ხუთი მილიონი დოლარი კომპანია `თელიანი ველის` ანგარიშზე უკვე ჩარიცხულია. თანხა ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების მოძიებას, ღვინის ტურიზმის განვითარებას, დამატებითი პროდუქციის შექმნას და ღვინის ექსპორტის გაზრდას მოხმარდება. OPIC უმსხვილესი ამერიკული სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც კონგრესის უშუალო დაქვემდებარებაშია და ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკული კაპიტალის მქონე კერძო ბიზნესის განვითარებას. კომპანია `თელიანი ველის` 25 %-ის მფლობელი სწორედ ამერიკული ფონდი Fire Birds–ია. მოლაპარაკება პროექტის განხორციელებაზე `თელიან ველსა` და OPIC-ს შორის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმატებული შეთანხმების შემდეგ, პირველი ტრანზაქცია 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ განხორციელდა. თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში პრეზიდენტების შეხვედრის დროს ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ OPIC საქართველოში კერძო ბიზნესის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts