planetanews Posted January 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59852.jpgმინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე იმ კონკრეტულ შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრის დროს იქნა მიღწეული. პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოსა და შეერთებული შტატების პირველ პირების მოლაპარაკებებიდან 3 ძირითადი მიმართულება გამოყო და აღნიშნა, რომ ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი შეხვედრა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი იყო. მისი თქმით, ამ შეხვედრიდან განსაკუთრებით რამდენიმე მიმართულება უნდა გამოიყოს. ეს, უპირველესად, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივაა, რაც საქართველოს ეკონომიკური აქტივობისათვის მეტად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, საქართველომ ანალოგიური მოლაპარაკებები ევროკავშირთან უკვე დაიწყო. `პერსპექტივაში საქართველო შეიძლება, გარკვეულ სავაჭრო ცენტრად წარმოვიდგინოთ, რომელიც აზიასა და ვროპას, აზიასა და აშშ-ის შორის ჩამოყალიბდება. იქ ბევრმა კომპანიამ ინვესტიცია შეიძლება მხოლოდ იმის გამო განახორციელოს, რომ ვაჭრობა დამატებითი ბარიერებისაგან იქნება გათავისუფლებული, როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან,`- აღნიშნა ნიკა გილაურმა. მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობაა. ლაპარაკია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, რაც ქვეყნისა და რეგიონისათვის მეტად მნიშვნელოვანია. `ბოლო აღსანიშნავი გარემოება კი ნატოში საქართველოს გასაწევრიანებლად აშშ-ის მხარდაჭერაა. ეს კი იმ ფაქტორის გათვალისწინებით არის ხაზგასასმელი, რომ რამდენიმე თვეში ჩიკაგოში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება,`- აღნიშნა ნიკა გილაურმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts