Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ობამას და სააკაშვილს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე არაფერი უთქვამთ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

ჯოშუა კუცერა

 

პრეზიდენტებს, ობამასა და სააკაშვილს ორშაბათს, შუადღეს, ოვალურ კაბინეტში, ის შეხვედრა ჰქონდათ, რომელსაც ყველა ასე ელოდა. კომენტარები, რომელიც მოგვაინებით პრესისთვის გაკეთდა, იმის ვარაუდს აჩენს, რომ საქართველოსთვის აშშ-ს მიერ იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ისევ ძალაშია. ეს საკითხი ყველაზე პრობლემური ელემენტია აშშ-საქართველოს თანამშრომლობით ურთიერთობებში – თბილისი ძალიან ცდილობს მიიღოს (ან იყიდოს) ამერიკული ”თავდაცვითი” შეიარაღება, ხოლო აშშ მერყეობს.

 

კონგრესმა ამას წინათ ობამას იძულება სცადა, რათა მას აღედგინა უფრო ენერგიული სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, შეიარაღების მიყიდვის ჩათვლით, მაგრამ მერე ობამამ განაცხადა, რომ კონგრესის გადაწყვეტილების იგნორირება აქვს განზრახული და ამით წარმოქმნა პატარა კრიზისის შესაძლებლობა კავკასიის პაწაწინა ქვეყანას და მის ე.წ. ძლევამოსილ მფარველს შორის. თეთრი სახლის შეხვედრაზე, ძლიერი თანამშრომლობის საზეიმო განცხადებების მიუხედავად, ფასადზე ბზარების დანახვა რთული არ ყოფილა.

 

ლაპარაკი ობამამ დაიწყო და სამწუხარო წამოცდენა მოუვიდა: მან მაღალი შეფასება მისცა ”ინსტიტუტების მშენებლობას რუსეთში— საქართველოში.” (სააკაშვილმა აღსანიშნავი თავდაჭერა გამოამჟღავნა იმ ერთი წამის, ან დაახლოებით ერთი წამის განმავლობაში, რომელიც ობამას შეცდომის გამოსასწორებლად დასჭირდა – ის გაქვავებული სახით იჯდა.) მერე კი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობა ახსენა, ობამამ თავდაცვის დარგში თანამშრომლობის განხილვა დაიწყო:

 

”ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ განვამტკიცოთ ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობა შემდგომში და არსებობს უამრავი სფერო, რომელშიც ერთად ვმუშაობთ. მე დავუდასტურე პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ დავარწმუნე ის, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას, რათა საბოლოოდ საქართველო ნატოს წევრი გახდეს”.

 

თავის მხრივ, სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით სააკაშვილმა განაცხადა:

 

”ჩვენ მადლიერნი ვართ ნატოში ჩვენი სწრაფვის მხარდაჭერისათვის. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ჩვენი შემდგომი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისთვის და იმის გამო, რომ ლაპარაკობთ საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებსა და მათ განვითარებაზე, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მესიჯია ჩემი ქვეყნისთვის”.

 

მაგრამ ობამას რეალურად არ ”ულაპარაკია საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებზე” ისე, რომ სააკაშვილს ასეთი ვარაუდი გასჩენოდა – ”ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მესიჯია ჩემი ქვეყნისთვის”. თუ ამ რეპლიკას მცირეოდენი ინტერპრეტაციით წავიკითხავთ, ის, იმის გამო, რომ ობამამ საკითხი საჯაროდ არ ახსენა, მისი მისამართით გამოთქმულ მსუბუქ საყვედურს წააგავს. შესაძლოა, მათ პრივატულად ამ საკითხზე იმსჯელეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ობამას არ უნდოდა ამაზე საჯაროდ ლაპარაკი, მრავლისმეტყველია. მოკლედ, ისე ჩანს, რომ შეიარღების საკითხთან დაკავშირებით, ცოტა ხანს ლოდინი მოგვიწევს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...