planetanews Posted January 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2012 ##video#584#0#ვაშინგტონში , თეთრი სახლში , გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრა. მასზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად, სხვა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ , პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა იამაყოს პროგრესით, რასაც ბოლო წლებში მიაღწია, როგორც დამოუკიდებელმა, სუვერენულმა სახელმწიფომ. ობამამ საქართველოს უწოდა პასუხისმგებლობის განცდის მქონე მოთამაშე და გამოთქვა იმედი, რომ ის მეტ ნაბიჯს გადადგამს წინ. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ესაუბრა საქართველოში რელიგიური უმცირესობების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების მნიშვნელობაზეც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებით, საქართველოს სახით აშშ აფასებს დემოკრატიის და გამჭირვალობის მოდელს, რომელიც „სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის“ და მოელის საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. „მსურს ავღნიშნო, რომ ვაფასებ იმ სამუშაოს, რომელიც წარსულში ჩატარდა და მოველი სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები გაიმართება. ხელისუფლების ოფიციალურად გადაცემის პროცესი, რომელიც საქართველოში განხორციელდება, ვფიქრობ, განამტკიცეს გატარებული რეფორმებიდან ბევრს.“ „ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და პროგრესი უნდა გაღრმავდეს. ბევრმა ქვეყანამ უნდა უთხრას საკუთარ თავს, თუკი საქართველომ შეძლო მსგავსი პროგრესის მიღწევა ჩვენც შეგვიძლია.“- აღნიშნა ბარაკ ობამამ. მან ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის მაღალი დონის დიალოგის წარმოებაზე. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ის მოხარული იქნება, თუ აშშ საქართველოს თავისუფალი საბაზრო სისტემის განვითარებაში დაეხმარება, მაღალი დონის დიალოგის გამართვის გზებით, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ. ბარაკ ობამამ გამოხატა მადლიერება იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში შეაქვს და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებისადმი – გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ , აშშ-ს პრეზიდენტმა ახსენა საქართველო 20 წლიანი დამოუკიდებლობა და , ისიც , რომ სახეზეა მერვე წელი საქართველოს ვარდების რევოლუციიდან. „ძალიან დიდი მადლობა იმ კომპლიმენტებისთვისაც, რომლებიც რეფორმებთან დაკავშირებით გვითხარით. ეს რეფორმები ვერ მოხდებოდა, რომ არა თქვენი მხარდაჭერა და თქვენი ადმინისტრაციის რჩევები. ჩვენ ამას ვაფასებთ და მინდა გითხრათ, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მალე გაიმართება, სხვა პოლიტიკურ კონსტიტუციურ სისტემაზე გადავდივართ. შემდეგი არჩევნები გააგრძელებს წინსვლას დემოკრატიისადმი და გვექნება უფრო გაფართოებული, პლურალისტური პოლიტიკური სცენა”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მოგვიანებით, თავის შეფასებაში საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა კმაყოფილება 30 იანვრის შეხვედრის შედეგებით. მან თქვა , რომ თეთრ სახლში ბევრი კარგი შეხვედრა გამართულა, მაგრამ „არასდროს ამდენი კონკრეტული შედეგებით დატვირთულნი ამ კაბინეტიდან არ გამოვსულვართ.“ მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარია თავდაცვის სფეროში საქართველო -აშშ-ს თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანაზე, რაც გულისხმობს საქართველოსთან თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საკითხზე. რაც შეეხება აშშ-ს მზადყოფნას ითანამშრომლოს საქართველოსთან ვაჭრობის სფეროში ურთიერთობის განვითარებაზე, რაც მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით: „ ეს იქნება წარმოუდგენლად მაღალი მიღწევა საქართველოსთვის.“ პრეზიდენტმა შენიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან საკუთარ პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება , ამ ქვეყნებში ეკონომიკური ნახტომის მყარი საფუძველი ხდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვაში აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა იმას, თუ რა მაღალი შეფასება მისცა ბარაკ ობამამ საქართველოს ბოლო წლების მიღწევებს. „ რა თქმა უნდა არჩევნების ჩატარება იქნება გაგრძელება იმისა რაც უკვე მიღწეულია,“- განაცხადა მან და დასძინა, რომ ბარაკ ობამასთან ოფიციალურმა შეხვედრამ „შედეგებით მოლოდინს გადააჭარბა.“ თეთრ სახლში, აშშ-ს პრეზიდენტთან ოფიციალურ შეხვედრამდე, მიხეილ სააკაშვილი შეხვდა და ესაუბრა ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. მიხეილ სააკაშვილის და ბარაკ ობამას შეხვედრის შემდეგ , საქართველოს დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს , რომ იგეგმება შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ს თავდაცვის მდივანს შორის, სადაც მსჯელობა გაიმართება თანამშრომლობის იმ მიმართულებაზე, რაზეც მინიშნება პრეზიდენტების 30 იანვრის შეხვედრაზე გაკეთდდა, იგულისხმება თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts