Jump to content
Planeta.Ge

ვარდების რევოლუციიდან აგვისტოს ომამდე


Recommended Posts

##image#7322#1#2003-2004

 

8 დე­კემ­ბე­რი

 

• პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ბურ­ჯა­ნა­ძემ მხა­რი და­უ­ჭი­რა რუ­სეთ­თან ჩარ­ჩო-ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რას და პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვია.

 

• რუ­სეთ­მა აჭა­რას­თან, აფ­ხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის მსგავ­სად, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მი და­ა­წე­სა.

 

25 დე­კემ­ბე­რი

 

• ბურ­ჯა­ნა­ძე რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს შეხ­ვდა და ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ გა­ნაც­ხა­და.

 

 

10 თე­ბერ­ვა­ლი

 

• პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი არ­ჩე­ვის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტით მოს­კოვ­ში ჩა­ვი­და. მან რუ­სეთს „მე­გობ­რო­ბის ხე­ლი გა­უ­წო­და” და იქ­ვე, ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დაწ­ყე­ბა შეს­თა­ვა­ზა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა – პუ­ტინ­მა სა­ა­კაშ­ვილს უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტზე ხა­ბურ­ძა­ნი­ას და­ტო­ვე­ბა სთხო­ვა. და­ი­გეგ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი.

 

 

 

14 მარ­ტი

 

• აჭა­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ა­კაშ­ვილს ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ მის­ცა. რუ­სე­თის სა­გა­რეო უწ­ყე­ბამ თბი­ლი­სის მი­ერ „ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა” დაგ­მო და „ია­რა­ღის ჟღა­რუნ­სა” და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ცენტრს და­ა­კის­რა. სა­ა­კაშ­ვილ­მა რუ­სეთს ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის­კენ მო­უ­წო­და.

 

 

 

16 მარ­ტი

 

• მოს­კო­ვის მე­რი ლუჟ­კო­ვი აბა­ში­ძის მხარ­და­სა­ჭე­რად ბა­თუმ­ში ჩა­ვი­და.

 

 

 

2 მა­ი­სი

 

• აჭა­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საზ­ღვრებ­ზე მდე­ბა­რე ჩო­ლო­ქი­სა და ქა­ქუ­თის ხი­დე­ბი აა­ფეთ­ქეს. აჭა­რა­ში მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბი და­იწ­ყო.

 

 

 

3 მა­ი­სი

 

• სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრომ აჭა­რა­ში უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბი­სა და სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში რუ­სი გე­ნე­რა­ლი ნეტ­კა­ჩო­ვი ამ­ხი­ლა.

 

 

 

6 მა­ი­სი

 

• ას­ლან აბა­ში­ძე გა­დად­გა. რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა იგორ ივა­ნოვ­მა იგი მოს­კოვ­ში წა­იყ­ვა­ნა.

 

28-29 მა­ი­სი

 

• თბი­ლის­მა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის მას­შტა­ბურ ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმს უმას­პინ­ძლა.

 

 

 

31 მა­ი­სი

 

##image#7323#1#• ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცხინ­ვალ­თან ქარ­თუ­ლი სა­გუ­შა­გო­ე­ბი გა­აძ­ლი­ე­რა. მი­ზე­ზი – კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის მუ­ქა­რა გახ­და ქარ­თუ­ლი სა­გუ­შა­გო­ე­ბის მი­სა­მარ­თით, რომ­ლე­ბიც კონ­ტრა­ბან­დის აღ­კვე­თას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

 

 

11 ივ­ნი­სი

 

• და­ი­ხუ­რა ერ­გნე­თის ბაზ­რო­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში კონ­ტრა­ბან­დის ყვე­ლა­ზე დი­დი წყა­რო იყო. მის გა­მო ბი­უ­ჯე­ტი ყო­ველ­წლი­უ­რად 120 მი­ლი­ონ ლარს ზა­რა­ლობ­და.

 

 

 

8 ივ­ლი­სი

 

• სო­ფელ ვა­ნათ­ში ოსურ­მა ძა­ლებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს 50-მდე ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი. ისი­ნი ცხინ­ვა­ლის ცენ­ტრში ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ მუხ­ლებ­ზე და­ა­ჩო­ქეს. რე­გი­ონ­ში ორ­მხრივ სრო­ლებს მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

 

 

 

9 ივ­ლი­სი

 

• რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნაც­ხა­და, რომ მოს­კო­ვი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ი­ცავს.

 

 

 

29 ივ­ლი­სი

 

• სა­ქარ­თვე­ლომ ცალ­მხრი­ვად გა­ა­მარ­ტი­ვა სა­ვი­ზო რე­ჟი­მი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

 

 

4 აგ­ვის­ტო

 

• სა­ა­კაშ­ვილ­მა რუ­სებს არ ურ­ჩია აფ­ხა­ზეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მოს­ვლა. მი­სი თქმით, აფ­ხა­ზე­თის წ####ბ­ში სა­ქარ­თვე­ლოს საზ­ღვრის დამ­რღვევ გე­მებს ცეცხლს გა­უხ­სნიდ­ნენ. კრემ­ლმა გა­ნაც­ხა­და, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე თავ­დას­ხმის ნე­ბის­მი­ერ მცდე­ლო­ბას უპა­სუ­ხებ­დნენ.

 

 

 

18 აგ­ვის­ტო

 

• პუ­ტინ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­სი ვი­ზი­ტი, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე „უად­გი­ლო იქ­ნე­ბო­და”.

 

 

 

19 აგ­ვის­ტო

 

• ქარ­თულ­მა ძა­ლებ­მა იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს და აი­ღეს თლი­ა­ყა­ნას სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­მაღ­ლე. რო­კის გვი­რაბს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მძი­მე ტექ­ნი­კის კო­ლო­ნა მი­ად­გა. სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნი­დან სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის გარ­და, ყვე­ლა სა­პო­ლი­ციო ძა­ლა გა­მო­ვი­და.

 

 

 

10 სექ­ტემ­ბე­რი

 

• რუ­სეთ­მა აფ­ხა­ზეთ­თან სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა აღად­გი­ნა.

 

 

 

7 ოქ­ტომ­ბე­რი

 

• ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს თე­მა­ზე დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა. ყვე­ლა დე­ლე­გა­ცი­ამ, რუ­სუ­ლის გარ­და, მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

 

 

 

23 დე­კემ­ბე­რი

 

• პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინ­გზე სა­ქარ­თვე­ლოს თვით­გა­მოც­ხა­დე­ბულ რეს­პუბ­ლი­კებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა კო­სო­ვო­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ა­და­რა.

 

 

 

30 დე­კემ­ბე­რი

 

• ეუ­თოს მუდ­მივ­მოქ­მე­დი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ეუ­თოს საზ­ღვრის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბას ვე­ტო და­ა­დო.

 

 

2 თე­ბერ­ვა­ლი

 

• გორ­ში ში­და ქარ­თლის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რა­საც სა­მი პო­ლი­ცი­ე­ლის სი­ცოც­ხლე შე­ე­წი­რა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ტე­რაქ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი რუ­სე­თის მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს (ГРУ) ოფი­ცე­რი ბო­ი­კო და­ა­კა­ვა. იგი რუ­სულ მხა­რეს გა­დას­ცეს.

 

2005

 

##image#7324#1#18 თე­ბერ­ვა­ლი

 

• რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ლავ­რო­ვი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. მან უა­რი გა­ნაც­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის და­ღუ­პულ მებ­რძოლ­თა მე­მო­რი­ა­ლის გვირ­გვი­ნით შემ­კო­ბა­ზე. მხა­რე­ე­ბი ჩარ­ჩო-ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნის, კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სა და სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის სა­კით­ხე­ბის გან­ხილ­ვა­ზე შე­თან­ხმდნენ.

 

 

 

10 მარ­ტი

 

• პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბის შე­სა­ხებ. თუ 15 მა­ი­სამ­დე ვერ შე­თან­ხმდე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ, მა­თი გაყ­ვა­ნის ვა­დად 2006 წლის 1 იან­ვა­რი გა­ნი­საზ­ღვრა. გაყ­ვა­ნამ­დე ამოქ­მედ­დე­ბო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც ვი­ზე­ბის გა­ცე­მის შეწ­ყვე­ტას, სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ამო­ღე­ბას, რუ­სი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შეზ­ღუდ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

 

 

 

30 მა­ი­სი

 

• სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა მოს­კოვ­ში ერ­თობ­ლივ კო­მუ­ნი­კეს მო­ა­წე­რეს ხე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის 2008 წლის ბო­ლომ­დე გაყ­ვა­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

 

 

 

11 ოქ­ტომ­ბე­რი

 

• პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბას კონ­ფლიქ­ტე­ბის ზო­ნე­ბი­დან რუ­სი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის გა­საყ­ვა­ნად ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და­ა­ვა­ლა.

 

 

 

7 დე­კემ­ბე­რი

 

• ეუ­თოს მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყვე­ლა წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფომ, მათ შო­რის რუ­სეთ­მა, მხა­რი და­უ­ჭი­რა ქარ­თულ სამ­შვი­დო­ბო გეგ­მას. გეგ­მა ცხინ­ვა­ლის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში აშშ-სა და ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­თვას, რე­გი­ო­ნის დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ას და სტა­ტუს­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

 

 

 

19 დე­კემ­ბე­რი

 

• რუ­სე­თის სა­ნი­ტა­რულ­მა სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტი აკ­რძა­ლა.

 

 

 

28 დე­კემ­ბე­რი

 

• ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა გი­ლა­ურ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­ნი­ხი­ლავს გაზ­სა­დე­ნის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას Газпром-ის მი­ერ.

 

2006

 

22 იან­ვა­რი

 

• ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში ორი გაზ­სა­დე­ნი­სა და ელექ­ტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თი­დან გა­ზი­სა და ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­უწ­ყდა. პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთ­მა სა­ბო­ტა­ჟი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. კრემ­ლმა თბი­ლი­სის რე­აქ­ცი­ას „ის­ტე­რი­უ­ლი” უწო­და. მოს­კოვ­თან და­კავ­ში­რე­ბა 6-7 დღე ვერ მო­ხერ­ხდა.

 

 

 

##image#7325#0#8 თე­ბერ­ვა­ლი

 

• ცხინ­ვა­ლის მახ­ლობ­ლად, ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვი­ზის უქონ­ლო­ბის მი­ზე­ზით, სა­მი რუ­სი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი და­ა­კა­ვეს. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის­თვის ვი­ზე­ბის აღე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

 

 

 

15 თე­ბერ­ვა­ლი

 

• რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თქმით, ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბის გარ­შე­მო, „ყვე­ლა საზ­ღვარს სცილ­დე­ბა”.

 

 

 

27 მარ­ტი

 

• რუ­სე­თის მთა­ვარ­მა სა­ნი­ტა­რულ­მა ექიმ­მა ონიშ­ჩენ­კომ სა­ქარ­თვე­ლო­დან და მოლ­დო­ვი­დან ღვი­ნის იმ­პორ­ტი აკ­რძა­ლა.

 

 

 

31 მარ­ტი

 

• სა­ქარ­თვე­ლომ და რუ­სეთ­მა ხე­ლი მო­ა­წე­რეს შე­თან­ხმე­ბებს რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტვირ­თე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლის ტრან­ზი­ტის შე­სა­ხებ.

 

 

 

3 მა­ი­სი

 

• თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ 2007 წელს ცხინ­ვალ­ში შეხ­ვდე­ბა.

 

 

 

4 მა­ი­სი

 

• რუ­სე­თის მთა­ვარ­მა სა­ნი­ტა­რულ­მა ექიმ­მა ონიშ­ჩენ­კომ ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წ####­ბის – ბორ­ჯო­მი­სა და ნა­ბეღ­ლა­ვის – იმ­პორ­ტი აკ­რძა­ლა.

 

 

 

13 ივ­ნი­სი

 

• პუ­ტი­ნი და სა­ა­კაშ­ვი­ლი სანკტ-პე­ტერ­ბურ­გში შეხ­ვდნენ. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მათ მკაც­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს. სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დერ­მა რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სი­ა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

 

8 ივ­ლი­სი

 

• რუ­სეთ­მა რე­კონ­სტრუქ­ცი­ის მიზ­ნით ზე­მო ლარ­სის სა­საზ­ღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი და­კე­ტა.

 

 

 

22 ივ­ლი­სი

 

• კო­დო­რის ხე­ო­ბის ყო­ფილ­მა რწმუ­ნე­ბულ­მა კვი­ცი­ან­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა გა­მო­უც­ხა­და. ამ­ბო­ხის ლიკ­ვი­და­ცია რამ­დე­ნი­მე დღე­ში მო­ხერ­ხდა. კრემ­ლმა კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში ქარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნის გა­მო შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა. კვი­ცი­ა­ნი ჯერ სო­ხუმ­ში, შემ­დეგ კი მოს­კოვ­ში გა­იქ­ცა.

 

 

 

22 სექ­ტემ­ბე­რი

 

• გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის სე­სი­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის ანექ­სი­ას ეწე­ვა.

 

 

 

27 სექ­ტემ­ბე­რი

 

• შსს-მ ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ГРУ-ს ოთ­ხი ოფი­ცე­რი და მა­თი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი 11 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. შსს-ს მტკი­ცე­ბით, 2005 წლის 2 თე­ბერ­ვლის ტე­რაქ­ტის მოწ­ყო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ГРУ-ს ოფიც­რის რუ­სე­თი­სათ­ვის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­და­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის ჯა­შუ­შუ­რი ქსე­ლი გა­აქ­ტი­ურ­და.

 

 

 

28 სექ­ტემ­ბე­რი

 

• რუ­სე­თის სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის რუ­სუ­ლი ვი­ზე­ბის გა­ცე­მა შე­ა­ჩე­რა. მოს­კოვ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან ელ­ჩი გა­იწ­ვია. და­იწ­ყო დიპ­ლო­მა­ტე­ბი­სა და მა­თი ოჯა­ხე­ბის ევა­კუ­ა­ცია.

 

 

 

1 ოქ­ტომ­ბე­რი

 

• პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ ოთ­ხი რუ­სი ოფიც­რის და­კა­ვე­ბას „სა­ხელ­მწი­ფო ტე­რო­რიზ­მი” უწო­და.

 

 

 

2 ოქ­ტომ­ბე­რი

 

• და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სი ოფიც­რე­ბი ეუ­თოს გა­დას­ცეს.

 

 

 

3 ოქ­ტომ­ბე­რი

 

• რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ა­ვი­ა­ციო, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო, საზ­ღვაო და სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა შე­ა­ჩე­რა.

 

 

 

6 ოქ­ტომ­ბე­რი

 

• რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა დე­პორ­ტა­ცი­ის კამ­პა­ნია და­იწ­ყო – თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი 130 დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ჩა­მო­ვი­და. სულ 1 300 ქარ­თვე­ლი გა­მო­ა­ძე­ვეს. ორი მათ­გა­ნი დე­პორ­ტა­ცი­ის მო­ლო­დინ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

 

 

 

6 დე­კემ­ბე­რი

 

• რუ­სე­თის დუ­მამ ორი გან­ცხა­დე­ბა მი­ი­ღო, რომ­ლებ­შიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფ­ხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

 

##image#7326#0#2007 

 

22 იან­ვა­რი

 

• რუ­სე­თის ელ­ჩი კო­ვა­ლენ­კო თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და.

 

 

 

31 იან­ვა­რი

 

• სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ მზა­დაა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­იწ­ყოს.

 

 

 

1 თე­ბერ­ვა­ლი

 

• პუ­ტი­ნის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ელ­ჩის დაბ­რუ­ნე­ბა პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.

 

 

 

6 თე­ბერ­ვა­ლი

 

• რუ­სე­თის ელ­ჩმა კო­ვა­ლენ­კომ თბი­ლის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაც­ხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს „და­მო­უ­კი­დე­ბელ, ნე­იტ­რა­ლურ და მე­გობ­რულ სა­ხელ­მწი­ფოდ” ხილ­ვა სურს.

 

 

 

28 თე­ბერ­ვა­ლი

 

• რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ლავ­როვ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ კრემ­ლი არ და­უშ­ვებს NATO-ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას – ამის შე­სა­ხებ „მკაც­რად გაფ­რთხი­ლე­ბუ­ლია” თბი­ლი­სიც და მი­სი და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბიც.

 

 

 

12 მარ­ტი

 

• კო­დო­რის ხე­ო­ბა და­ი­ბომ­ბა სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნე­ბი­სა და არ­ტი­ლე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. მოს­კოვ­მა ინ­ცი­დენ­ტთან კავ­ში­რი უარ­ყო. თუმ­ცა, კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდა­რი კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და აფ­ხა­ზე­თის ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყოფ­ნის „კა­ნონ­ზო­მი­ე­რი შე­დე­გია”. გა­ე­როს გა­მო­ძი­ე­ბამ დამ­ნა­შა­ვე მხა­რე ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა.

 

 

 

9 ივ­ნი­სი

 

• სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბი სანკტ-პე­ტერ­ბურ­გში შეხ­ვდნენ. სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს „უნ­და ჰქონ­დეს რუ­სეთ­თან ყვე­ლა­ზე მჭიდ­რო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა”. მოს­კო­ვი და თბი­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­წე­სე­ბუ­ლი შეზ­ღუდ­ვე­ბის ეტა­პობ­რივ მოხ­სნა­ზე შე­თან­ხმდნენ.

 

 

 

27 ივ­ნი­სი

 

• რუ­სეთ­მა ქარ­თულ მხა­რეს ახალ­ქა­ლა­ქის სამ­ხედ­რო ბა­ზა გა­დას­ცა.

 

 

 

29 ივ­ნი­სი

 

• თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის პირ­და­პი­რი ჩარ­ტე­რუ­ლი ავი­ა­რე­ი­სე­ბი აღ­დგა.

 

 

 

19 ივ­ლი­სი

 

• რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სას­წავ­ლო, საქ­მი­ა­ნი, სა­მუ­შაო და სატ­რან­ზი­ტო ვი­ზე­ბის გა­ცე­მა გა­ნა­ახ­ლა.

 

 

 

31 ივ­ლი­სი

 

• რუ­სეთ­მა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი – კავ­კაზ-2007 – და­იწ­ყო.

 

 

 

7 აგ­ვის­ტო

 

• რუ­სე­თი­დან შე­მოფ­რე­ნილ­მა სამ­ხედ­რო თვით­მფრი­ნავ­მა გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­თე­ლუ­ბან­თან საბ­რძო­ლო რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დო. კრემ­ლმა ინ­ცი­დენ­ტთან კავ­ში­რი უარ­ყო. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი­ზამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ იე­რი­ში რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

 

 

 

20 სექ­ტემ­ბე­რი

 

• სვა­ნეთ­ში, აფ­ხა­ზე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საზ­ღვარ­ზე შე­ტა­კე­ბა მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს სპეც­რაზ­მსა და აფ­ხა­ზურ დაჯ­გუ­ფე­ბას შო­რის. მოკ­ლუ­ლია რუ­სუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ორი ოფი­ცე­რი, შვი­დი აფ­ხა­ზი და­კა­ვე­ბუ­ლია.

 

 

 

30 ოქ­ტომ­ბე­რი

 

• გან­მუ­ხუ­რის პატ­რი­ო­ტულ ბა­ნაკ­თან რუ­სი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი თავს და­ეს­ხნენ ქარ­თველ პო­ლი­ცი­ე­ლებს და სას­ტი­კად სცე­მეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, აფ­ხა­ზეთ­ში რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის მე­თა­ურს, ჩა­ბანს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა.

 

 

 

12 ნო­ემ­ბე­რი

 

##image#7327#0#• სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­ნაც­ხა­დე­ბით, ერ­თხელ პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში კვიპ­რო­სის სცე­ნა­რის გან­მე­ო­რე­ბით და­ე­მუქ­რა.

 

 

 

15 ნო­ემ­ბე­რი

 

• რუ­სეთ­მა ახალ­ქა­ლა­ქი­დან და ბა­თუ­მი­დან ბო­ლო სამ­ხედ­რო ეშე­ლო­ნე­ბი გა­იყ­ვა­ნა.

 

 

 

• რუ­სე­თის სა­გა­რეო უწ­ყე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას „აშ­კა­რა ფარ­სი” უწო­და.

 

2008

 

8 იან­ვა­რი

 

• მე­ო­რე ვა­დით არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი მო­იწ­ვია და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა.

 

 

 

20 იან­ვა­რი

 

• სა­ა­კაშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ლავ­რო­ვი და­ეს­წრო. ის პრე­ზი­დენტს, პატ­რი­არ­ქსა და ოპო­ზი­ცი­ას შეხ­ვდა.

 

 

 

22 იან­ვა­რი

 

• სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ბე­ჟუ­აშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ თბი­ლი­სი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად კომ­პრო­მი­სე­ბი­სათ­ვის მზა­დაა.

 

 

 

26 იან­ვა­რი

 

• სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო აფ­ხა­ზე­თი­დან და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან რუ­სი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბის „გა­ძე­ვე­ბას” არ აპი­რებს.

 

 

 

4 თე­ბერ­ვა­ლი

 

• და­ღეს­ტან­ში ყოფ­ნი­სას პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა ამ რე­გი­ო­ნის სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბის იდეა გა­მოთ­ქვა. მი­სი თქმით, გზა­ზე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კამ უნ­და გა­ი­ა­როს.

 

 

 

14 თე­ბერ­ვა­ლი

 

• პუ­ტინ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ კო­სო­ვოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შემ­თხვე­ვი­სათ­ვის რუ­სეთს მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­პა­სუ­ხო გეგ­მა გა­აჩ­ნია.

 

 

 

17 თე­ბერ­ვა­ლი

 

• კო­სო­ვომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­აც­ხა­და. სერ­ბე­თის­გან გა­მო­ყო­ფი­ლი რე­გი­ო­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აშშ-მა და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ცნო.

 

 

 

21 თე­ბერ­ვა­ლი

 

• პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი პუ­ტინს შეხ­ვდა. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, პუ­ტინ­მა სა­ა­კაშ­ვილს NATO-ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის „შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბი” გა­ნუ­მარ­ტა. ორი­ვე პრე­ზი­დენ­ტმა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბის იმე­დი გა­მოთ­ქვა.

 

 

 

6 მარ­ტი

 

• რუ­სე­თი აფ­ხა­ზე­თის წი­ნა­აღ­მდეგ დსთ-ს და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ვი­და. რე­ჟი­მი, სხვა სან­ქცი­ებ­თან ერ­თად, სო­ხუ­მის­თვის შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­წო­დე­ბის აკ­რძალ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

 

 

 

25 მარ­ტი

 

• თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის რე­გუ­ლა­რუ­ლი ავი­ა­რე­ი­სე­ბი აღ­დგა.

 

 

 

28 მარ­ტი

 

• სა­ა­კაშ­ვილ­მა აფ­ხა­ზეთს ფარ­თო ფე­დე­რა­ლიზ­მი და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზა.

 

 

 

3 აპ­რი­ლი

 

• NATO-ს სა­მიტ­ზე ბუ­ქა­რეს­ტში ალი­ან­სის წევ­რებ­მა ვერ მი­აღ­წი­ეს კონ­სენ­სუსს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის (MAP) მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე. სა­ნაც­ვლოდ, NATO-ს წევ­რე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ ორი­ვე ქვე­ყა­ნა „გახ­დე­ბა NATO-ს წევ­რი”.

 

 

 

• პუ­ტინ­მა წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა სო­ხუ­მი­სა და ცხინ­ვა­ლის ლი­დე­რებს. მან „გა­ი­ზი­ა­რა მა­თი შეშ­ფო­თე­ბა” სა­ქარ­თვე­ლოს NATO-ში შე­საძ­ლო გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გა­მო და მხარ­და­ჭე­რა აღუთ­ქვა. სა­ა­კაშ­ვილ­მა პუ­ტი­ნის ნა­ბიჯს სა­ში­ში უწო­და.

 

 

 

9 აპ­რი­ლი

 

• რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გა­ნაც­ხა­და, რომ არ და­უშ­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას.

 

 

 

16 აპ­რი­ლი

 

• რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, მთავ­რო­ბას აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­თან პირ­და­პი­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა და­ე­ვა­ლა.

 

 

 

18 აპ­რი­ლი

 

• პუ­ტინ­მა მთავ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო შეზ­ღუდ­ვე­ბის გა­უქ­მე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ქონ­ლის რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე დაშ­ვე­ბის მიზ­ნით, მუ­შა­ო­ბა და­ა­ვა­ლა.

 

 

 

20 აპ­რი­ლი

 

• ქარ­თუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი აფ­ხა­ზე­თის თავ­ზე რუ­სულ­მა საბ­რძო­ლო თვით­მფრი­ნავ­მა ჩა­მო­აგ­დო. გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ცი­დენ­ტის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი. აპა­რა­ტის ჩა­მოგ­დე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აფ­ხა­ზურ­მა მხა­რემ აი­ღო. გა­ე­როს გა­მო­ძი­ე­ბამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­დას­ტუ­რა, რომ თავ­დას­ხმა რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

 

 

 

21 აპ­რი­ლი

 

• რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ფოს­ტო კავ­ში­რი გა­ნა­ახ­ლა.

 

 

 

29 აპ­რი­ლი

 

• რუ­სეთ­მა აფ­ხა­ზეთ­ში „სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად” მძი­მე ტექ­ნი­კა და არ­ტი­ლე­რია შე­იყ­ვა­ნა.

 

 

 

31 მა­ი­სი

 

• სო­ხუ­მი-ოჩამ­ჩი­რის რკი­ნიგ­ზის აღ­სად­გე­ნად აფ­ხა­ზეთ­ში რუ­სე­თის სარ­კი­ნიგ­ზო ჯა­რე­ბი შე­ვიდ­ნენ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწ­ყე­ბამ ფაქ­ტი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის­თვის მზა­დე­ბად შე­ა­ფა­სა.

 

 

 

6 ივ­ნი­სი

 

• სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი რუს კო­ლე­გა მედ­ვე­დევს შეხ­ვდა. მედ­ვე­დე­ვის თქმით, რუ­სეთს და სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მე­ბის შუ­ა­მავ­ლე­ბის გა­რე­შე გა­დაწ­ყვე­ტა შე­უძ­ლი­ათ.

 

 

 

10 ივ­ნი­სი

 

• სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ აფ­ხა­ზეთ­ში რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტან­კე­ბის შე­მოყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

 

 

 

18 ივ­ნი­სი

 

• ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ზუგ­დიდ­ში რუ­სი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი და­ა­კა­ვეს. მათ ტან­კსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჭურ­ვე­ბი გა­დაჰ­ქონ­დათ.

 

 

 

27 ივ­ნი­სი

 

• გა­ზე­თი კო­მერ­სან­ტი აქ­ვეყ­ნებს სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტის დე­ტა­ლებს, რო­მე­ლიც თბი­ლის­მა მოს­კოვს წა­რუდ­გი­ნა. სა­უ­ბა­რია აფ­ხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის გეგ­მა­ზე. ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმაც და­ა­დას­ტუ­რა. გეგ­მა რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის მდი­ნა­რე კო­დორ­თან გა­და­წე­ვას, გალ­სა და ოჩამ­ჩი­რე­ში ერ­თობ­ლი­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ნო­ემ­ბერ­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის წი­ნა­შე გა­მოს­ვლი­სას, სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ მედ­ვე­დევ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ამ­გვა­რი შე­თა­ვა­ზე­ბა მას წე­რი­ლო­ბით გა­უგ­ზავ­ნა. თუმ­ცა, რუ­სი კო­ლე­გის­გან უა­რი მი­ი­ღო.

 

 

 

3 ივ­ლი­სი

 

• დი­მიტ­რი სა­ნა­კო­ე­ვის კორ­ტე­ჟი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ნაღ­მზე აფეთ­ქდა. და­შავ­და სა­მი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი. რე­გი­ონ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა იძა­ბე­ბა.

 

 

 

9 ივ­ლი­სი

 

• NATO-ში რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რო­გო­ზინ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ რუ­სე­თი არ და­უშ­ვებს NATO-ს გა­ფარ­თო­ე­ბას „რუ­სე­თის ის­ტო­რი­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის” ზო­ნა­ში.

 

 

 

• თბი­ლისს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი რა­ი­სი ეწ­ვია. ამა­ვე დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ორ­მა სამ­ხედ­რო თვით­მფრი­ნავ­მა და­არ­ღვია.

 

 

 

10 ივ­ლი­სი

 

• რუ­სე­თის სა­გა­რეო უწ­ყე­ბამ აღი­ა­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­სუ­ლი თვით­მფრი­ნა­ვე­ბი რუ­სეთს ეკუთ­ვნო­და. მოს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ამ აქ­ცი­ის მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი მხა­რის გაფ­რთხი­ლე­ბა იყო. თბი­ლის­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მოს­კო­ვი­დან ელ­ჩი გა­იწ­ვია.

 

 

 

15 ივ­ლი­სი

 

• ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს საზ­ღვრებ­თან რუ­სე­თის ჯა­რე­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი წვრთნე­ბი – კავ­კა­სია-2008 – და­იწ­ყო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, წვრთნებ­ზე კონ­ფლიქ­ტურ რე­გი­ო­ნებ­ში „მშვი­დო­ბი­სათ­ვის იძუ­ლე­ბის” ოპე­რა­ცია მუ­შავ­დე­ბო­და.

 

 

 

19 ივ­ლი­სი

 

• სა­ქარ­თვე­ლოს გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი შტა­ინ­მა­ი­ე­რი ეწ­ვია. მან სამ­შვი­დო­ბო, სამ­პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა წარ­მო­ად­გი­ნა: 1. შე­თან­ხმე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უა­რის თქმი­სა და დევ­ნილ­თა დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. 2. აფ­ხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. 3. აფ­ხა­ზე­თის სტა­ტუ­სის გან­საზ­ღვრა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით. თბი­ლის­მა გეგ­მა მო­ი­წო­ნა, თუმ­ცა ის სო­ხუმ­სა და მოს­კოვ­ში უარ­ყვეს. აფ­ხა­ზურ­მა მხა­რემ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად კო­დო­რის ხე­ო­ბი­დან ქარ­თუ­ლი ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნა და­ა­სა­ხე­ლა. ლავ­რო­ვის თქმით, დევ­ნი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა აფ­ხა­ზეთ­ში ნა­ად­რე­ვია.

 

 

 

25 ივ­ლი­სი

 

• სო­ხუ­მის რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე ბრა­ი­ზას­თან შეხ­ვედ­რი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დაწ­ყე­ბა­ზე უა­რი გა­ნაც­ხა­დეს.

 

 

 

24 ივ­ლი­სი

 

• რუ­სე­თის სარ­კი­ნიგ­ზო ჯა­რებ­მა სო­ხუ­მი-ოჩამ­ჩი­რის რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნა ვა­და­ზე ად­რე და­ას­რუ­ლეს. გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი 6 აგ­ვის­ტოს უნ­და და­ემ­თავ­რე­ბი­ნათ.

 

 

 

2 აგ­ვის­ტო

 

• ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ორ­მხრი­ვი ცეც­ხლი გა­აქ­ტი­ურ­და. ცხინ­ვალ­მა 6 და­ღუ­პუ­ლის შე­სა­ხებ გა­ნაც­ხა­და და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია და­იწ­ყო.

 

 

 

##image#7328#1#4 აგ­ვის­ტო

 

• ცხინ­ვალ­ში რუ­სე­თი­დან 300 მო­ხა­ლი­სე ჩა­ვი­და.

 

 

 

5 აგ­ვის­ტო

 

• კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი ჩა­ვიდ­ნენ. მათ სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლეს და­ბომ­ბი­ლი ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი.

 

 

 

6 აგ­ვის­ტო

 

• ოსურ­მა ფორ­მი­რე­ბებ­მა სოფ­ლე­ბის, ავ­ნე­ვი­სა და ნუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცეც­ხლი გახ­სნეს.

 

 

 

7 აგ­ვის­ტო

 

• ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის და­ბომ­ბვა გაგ­რძელ­და. ორი ქარ­თვე­ლი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი და­ი­ღუ­პა. რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პო­პო­ვი ცხინ­ვალ­ში „დაშ­ვე­ბუ­ლი სა­ბუ­რა­ვის” გა­მო ვერ ჩა­ვი­და. ცხინ­ვალ­მა კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კით­ხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა­ზე უა­რი გა­ნაც­ხა­და. სა­ა­კაშ­ვილ­მა ცეც­ხლის ცალ­მხრი­ვი შეწ­ყვე­ტა ბრძა­ნა. ოსურ ფორ­მი­რე­ბებს ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის და­ბომ­ბვა არ შე­უწ­ყვე­ტი­ათ. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის დაწ­ყე­ბა გა­დაწ­ყვი­ტა.

 

 

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...