planetanews Posted January 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2012 30 იანვარს, თეთრ სახლში სააკაშვილი–ობამას შეხვედრამდე მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა Washington Post–ში და New York Times–ში ბარაკ ობამასადმი ღია წერილი გამოაქვეყნა. ამ გამოცემებმა ივანიშვილის განცხადება სათაურით „საქართველო გზაგასაყართან“ რეკლამის უფლებით თითო გვერდზე განათავსეს. ივანიშვილმა მოუწოდა ვაშინგტონს „აამოქმედოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად“ საქართველოში და აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუციამ“ ბევრ ადამიანს, მისი ჩათვლით, გაუჩინა იმედი, რომ საქართველო პლურალისტური დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის და თავისუფალი, ღია საზოგადოების შენების გზას დაადგებოდა. თუმცა, როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, მისი მოლოდინები დაიმსხვრა, როდესაც 2007 წელს იხლა მომიტინგეების დარბევა ტელეკომპანიის დახურვა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, პოლიტიკური ოპოზიციის „რუსეთის აგენტებად“ შერაცხვა, და მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის მიერ პირველ ტურში ”მოპარული არჩევნები“. ივანიშვილის თქმით, „ბოლო წვეთად იქცა უგუნური ჩართვა 2008 წლის აგვისტოს ომში, რომელიც იმით დასრულდა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა“. ივანიშვილი ხაზს უსვამს იმ პროგრესს, რაც ქვეყანაში მოქმედი ხელისფლების დროს იქნა მიღწეული. კერძოდ, ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული რეფორმის, ეფექტური სამთავრობო სტრუქტურების, „წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა“ და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. თუმცა, მისი აზრით, ეს მიღწევები „გაფერმკრთალდა პლურალისტური პოლიტიკური სისტემისა და კანონის უზენაესობის დეფიციტით“. „პირიქით, ჩვენ მივიღეთ სუპერცენტრალიზებული, ფაქტობრივად ნეობოლშევიკური მართვის სტილი, რომელმაც თავის თავი დიდი ხნის წინ ამოწურა, და ხელს უშლის არამხოლოდ ქვეყნის განვითარებას, არამედ საკუთარ მიღწევებსაც საფრთხეს უქმნის“, – წერს ივანიშვილი. „მიუხედავად საქართველოს მმართველი ელიტის პოლიტიკის მიმართ ჩემი დამოკიდებულებისა, ოპტიმიზმით შევხვდი ცნობას პრეზიდენტ სააკაშვილის თეთრ სახლში ოფიციალური ვიზიტით მიწვევის შესახებ, – ნათქვამია წერილში, – სწორედ ახლა, შემოდგომაზე გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ არის აუცილებელი საქართველოს ყველა ჭეშმარიტი მეგობრის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტენსიური დიალოგი, რათა მისი მხრიდან არ იყოს ნებისმიერი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა, რაც საბედისწერო გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის“. „ამიტომ მივმართავათ აშშ-ს და დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს მხარი დაუჭირონ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და იმავდროულად, აამოქმედონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს ივანიშვილი. ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში „დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე კონკრეტული წარმატების მომტანი იქნება საქართველოსთვის“. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts