planetanews Posted January 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/116.jpgსაქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა და ბარაკ ობამამ შეხვედრისას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ განცხადება, ტყეშელაშვილმა პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ამერიკა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, რაც პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ტყეშელაშვილის განცხადებით, ასევე შეხვედრაზე ფართოდ იქნა განხილული არსებული ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერთმანეთს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში შეხვდნენ. პრეზიდენტების შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც მათ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთეს. მიხეილ სააკაშვილმა ობამას მხადაჭერისა და თანამშრომლობისთის მადლობა გადაუხადა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts