Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი: საქართველო პოლიტიკური, კულტურული და გეოგრაფიული თავლსაზრისით, ევროპული ქვეყანაა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/Saakashvili-300x199.jpgსაქართველო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, ვრცელი ინტერვიუ  BBC-ის მისცა.

 

გადაცემის World news America ეთერში ჟურნალისტ ქეთი ქეისთან სააკაშვილმა ობამასთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, სააკაშვილმა ობამას მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილად თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყება დაასახელა და დაადასტურა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ–სა და საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ვაშიგტონი კი,  NATO-ში საქართველოს მხარდაჭერას უფრო გააძლიერებს.

 

„ავღანეთში ჩვენ ერთ ბატალიონს ვამატებთ და მალე იქ 1700 ჯარისკაცი გვეყოლება. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ქვეყანა იქნება, რომელსაც ავღანეთში ასეთი რაოდენობის ძალები ეყოლება,“– განაცხდა პრეზიდენტმა.

 

ქეთი ქეის კითხვაზე თუ  რატომაა საქართველო დაინტერესებული უფრო მეტი ჯარისკაცის გაგზავნით ავღანეთაში.

 

პრეზიდენტიმა განაცხდა – უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ საქართველო ახლოსაა ამ რეგიონთან და ის, რაც ავღანეთში ხდება, გავლენას ახდენს საქართველოზეც.

 

„ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური, კულტურული და გეოგრაფიული თავლსაზრისით, ევროპული ქვეყანა გახლავთ. ჩვენს პარტნიორობას ამერიკასთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედრო ძალების მომზადების დონის ამაღლება. ისინი კარგები არიან და ეს ჩემი სიტყვები არ არის. რამდენიმე ამერიკელ მეთაურს ვესაუბრე და ჩვენს ჯარისკაცებს ყველა აქებს. სამწუხაროდ, დანაკარგიც გვქონდა,“– აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

სააკაშვილი რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუს სამხედროებს დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვთ ოკუპირებული.

 

„სწორედ ამ ტერმინს იყენებენ ამ ომის აღსანიშნავად ამერიკაში, ევროპარლამენტში და ევროპულ ქვეყნებში. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოძევებულია და ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში. ეს ადგილები ახლა ჩვენი მოსახლეობისგან დაცლილია. იქ დღეს უფრო ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ეს ომამდე იყო. ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცვლილებები მოხდა. რუსეთი კვლავ გეგმავს სამხედრო წვრთნების მოწყობას, რაც საქართველოს მიმართ აგრესიული ნაბიჯების გადადგმაზეა ორიენტირებული,“– განაცხდა ტელეკომპანია BBC-ის ეთერში სააკაშვილმა და დასძინა, რომ ომის შემდეგ ქვეყანაში შეიცვალა ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკა ისევ გაძლიერდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

 

„ძალიან ხშირად რუსეთის ოპოზიციური ფიგურები საქართველოს ასახელებენ არა მარტო დემოკრატიის ტრანსფორმირებისა და ეკონომიკური რეფორმების მოდელად, არამედ კორუფციასთან, დანაშაულთან ბრძოლის მაგალითად. ობამამაც თქვა, რომ საქართველო რეგიონში მოდელია და ეს დიდი კომპლიმენტია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან და მან ეს ხაგასმითა აღნიშნა,“– განაცხდა  პრეზიდენტმა.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...