planetanews Posted January 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/images55.jpegდაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, თბილისის ზოგიერთი დასახლება დღეს წყალს შეზღუდვით მიიღებს. როგორც “ექსპრესნიუსს” კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე, 1400 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, ხვალ, 11:00-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილის მასივს, ვარკეთილის ზედა პლატოსა და II მ/რაიონს, “ვარკეთილი 3”-ს, ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-2 რიგს, ”საქნავთის”, ლილოს, ორხევის, ”ვარკეთილის მეურნეობის”, თეთრიხევის, ”აეროპორტის”, ”აეროდრომის”, ”საქჰიდრომშენის”, ”მე-8 პოლკის”, ”წმინდა ბარბარეს”, ფონიჭალის, ”გიგანტისა” და მათ მიმდებარე კერძო დასახლებებს. ასევე, ჯავახეთის, წულუკიძის, ქინძმარაულის, კაიროსა და ჟორესის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილსა და სადგურ ველს, სოფლებს: გამარჯვებას, ახტაკლიას, კარაკლიასა და გაჩიანს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს შეფერხებით მიიღებს: ვაზისუბნის დასახლება, ბოგდან ხმენლიცკის ქუჩა, ქეთევან წამებულისა და მოსკოვის გამზირები მიმდებარე ქუჩები. დაზიანების აღმოფხვრას კომპანიის საავარიო ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეეცდება შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts