Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი: ობამა მზად არის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს მხარი დაუჭიროს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/images54.jpeg“პრეზიდენტმა ობამამ გამოაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივას გულისხმობს”.

 

ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აშშ პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს უახლოეს წლებში საქართველოს ეკონომიკისთვის  წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა ექნება.

 

“ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს უახლოეს მოკავშირეებთან და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელთანაც ეს ხელშეკრულება გაფორმდა, ეს იყო ძალზე სერიოზული ეკონომიკური ნახტომის საფუძველი.ამ მხრივ, მსგავსი რამ პირველად გამოცხადდა საქართველოსთან მიმართებაში, რაც უკვე კონკრეტული შედეგია. ყველამ მოვისმინეთ, რომ პრეზიდენტი ობამა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.რა თქმა უნდა, ეს უფრო ფართოდ განსახილველი საკითხია, რადგან NATO-ს სხვა წევრ სახელმწიფოებსაც ეხება, თუმცა აშშ-ის მხარდაჭერა, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა სააკასვილმა.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე ბარაკ ობამა ასევე ისაუბრა საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებზეც.

 

“ასევე ყველამ მოისმინა, თუ რამდენად დადებითად და მაღალფარდოვნად ისაუბრა პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებზე, ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, უმცირესობების დაცვისა და დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და ჩვენს დემოკრატიულ პერსპექტივებზე”,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...