planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59837.jpgკიდევ ერთი გზავნილი მსოფლიოს. ამერიკა საქართველოს უცვლელი მეგობარია - ასე აფასებს პარალამენტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის და ბარაკ ობამას დღეს დაგეგმილ შეხვედრას. დავით ბაქრაძის თქმით, ეს არის სიგნალი, რომ შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ის მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. `ბოლო ოცი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან, შეერთებული შტატები იყო პრაქტიკულად არა მხოლოდ ჩვენი მოკავშირე და მეგობარი, არამედ გარანტორი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის. რომ არ ყოფილიყო შეერთებული შტატების მხარდაჭერა, ალბათ, ძალიან რთული იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაც. ამიტომ შეერთებული შტატების პოზიციას ყოველთვის აქვს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა და ძალიან მისასალმებელი ფაქტია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფორმატით დღეს შედგება საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც საქართველოსთვის არის ღირებული,` - განაცხადა ბაქრაძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts