planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს პროგრამების მენეჯერს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ზურაბ ხარატიშვილმა იგორ გაონს 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. განიხილეს ცესკოს სტრატეგიული გეგმის პროექტიც, რომელიც 2011-2015 წლებზე გათვლილი და ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. `დღევანდელ შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე ვიმსჯელეთ. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რა დიდ ყურადღებას უთმობს ცესკო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევო პერიოდში მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცესკო ცდილობს თანამდროვე სტანდარტების დანერგვასა და მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას,`- განაცხადა იგორ გაონმა შეხვედრის შემდეგ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts