planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgპარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ამერიკის ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა ჯორჯ ველინგტონმა დავით ბაქრაძეს აშშ-ის სავაჭრო პალატის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ სავაჭრო პალატაში შეიქმნა ახალი კომიტეტი, რომელიც სავაჭრო კანონმდებლობაზე იმუშავებს. ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრას უმრავლესობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. შეხვედრის შემდეგ კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა. `ჩვენ მუდმივად ვცდილობთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნესგარემო, კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველო ინვესტიციებისთვის და ბიზნესსექტორის მოსაზრებები ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ვეცდებით გავითვალისწინოთ მათი შეხედულებები იმავე კანონმდებლობასთან დაკავშირებით,`- განაცხადა ცისკარიშვილმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts