planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ვაშინგტონი – ორშაბათს თეთრ სახლში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერს ელოდებიან. პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბებიდან 20 წლისთავზე ხვდება. თეთრი სახლი ამბობს, რომ ობამა დაადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს და რუსეთს შორის 2008 წელს ომი გაჩაღდა ორი სეპარატისტული პროვინციის გამო. როგორც მოსალოდნელია, ობამა ხაზს გაუსვამს ვაშინგტონის ურთიერთობას საქართველოსთან თავდაცვის სფეროში და მის კონტრიბუციას საერთაშორისო კოალიციაში ავღანეთში. ვაჭრობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, მეცნიერება, განათლება და კულტურა, ის თემებია, რომელიც ასევე შედის დღის წესრიგში. მოგვიანებით, პრეზიდნტი გამართავს მიღებას დიპლომატიური კორპუსისთვის, ხოლო საღამოს უპასუხებს შეკითხვებს თავის 2012 წლის ეროვნულ ანგარიშთან დაკავშირებით ინტერვიუში YouTube-სა და Google-Plus-ზე. Associated Press ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts