Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პრეზიდენტს შეხვდა


Recommended Posts

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, აშშ-ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, “ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის” პრე­ზი­დენტ დე­ნი­ელ იო­ჰა­ნესს შეხ­ვდა.

 

სა­უბ­რის ძი­რი­თა­დი თე­მა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო და კი­დევ ერ­თი ტრან­შის გა­მო­ყო­ფა იყო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა იო­ჰა­ნესს ბა­თუმ­ში მშე­ნე­ბა­რე ახა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ექ­ტიც გა­აც­ნო.

 

“ჩვე­ნი დი­დი ამ­ბი­ცი­აა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მე­ლი­მე ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლი­ა­ლი გავ­ხსნათ. ერთ-ერ­თი ასე­თის შტაბ-ბი­ნა ბა­თუ­მი იქ­ნე­ბა. ჩვენ არ ვე­ლო­დე­ბით ამე­რი­კე­ლებს, მშე­ნებ­ლო­ბა და­ვიწ­ყეთ და უკ­ვე ვამ­თავ­რებთ კი­დეც. კორ­პო­რა­ცი­ის დი­რექ­ტორს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ექ­ტი ვაჩ­ვე­ნე, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში გა­იხ­სნე­ბა. ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა ლა­მა­ზი შე­ნო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ის ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გარ­ღვე­ვის და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სიმ­ბო­ლოც იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობთ იმა­ზეც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­გა­რი სკო­ლე­ბიც გა­იხ­სნას. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სკო­ლა უკ­ვე გავ­ხსე­ნით, თუმ­ცა ასე­თი უნ­და იყოს რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი და ამა­ში ამე­რი­კე­ლე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან.” – აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

 

“ჩე­მი ამ­ბი­ცი­აა, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის დამ­თავ­რე­ბამ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლიო კლა­სის კლი­ნი­კე­ბი და სკო­ლე­ბი იყოს. დღეს კი­დევ ერ­თხელ და­დას­ტურ­და, რომ ამა­ში ამე­რი­კე­ლე­ბი შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბი­ან და დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან.” – გა­ნაც­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

 

“ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის” პრე­ზი­დენ­ტის თქმით კი, სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს მი­აღ­წია.

 

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ვა­შინ­გტონ­ში გა­ნუც­ხა­და, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის კუთ­ხით სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა უამ­რავ ქვე­ყა­ნას სურს. პრე­ზი­დენ­ტი მე­დი­ას მსოფ­ლიო ბან­კის მი­ერ გა­მო­ცე­მულ წიგ­ნზეც ესა­უბ­რა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რო­გორც კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლით­ზეა სა­უ­ბა­რი.

 

“წიგნს  ზეგ  ვა­შინ­გტონ­ში  დი­დი ზარ­ზე­ი­მით წა­რად­გე­ნენ. წიგ­ნი “სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც მა­გა­ლი­თი კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის” – მსოფ­ლიო ბან­კმა მო­ამ­ზა­და. პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ ამის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მოხ­დე­ბა. არა მხო­ლოდ ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებს, აფ­რი­კის ან აზი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ებს, და­სავ­ლე­თის რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მთავ­რო­ბებ­საც კი ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ ამ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მსოფ­ლიო ბრენ­დი გახ­და და ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა,” – გა­ნაც­ხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

 

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვა­შინ­გტონ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აშშ-ის პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მას შევ­ხდე­ბა.

 

 

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...