planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 ##video#583#0#ამჯერად პროტესტი სიმღერით საჰაერო ძალების ვეტერანებმა გამოხატეს. მუსიკალური ვიდეორგოლი, რომელშიც ვეტერანები ცხადად აკრიტიკებენ პრემიერს, სწრაფად გახდა ინტერნეტის სენსაცია. სიმღერის ტექსტი ვლადიმერ პუტინის მწვავე კრიტიკას შეიცავს. კლიპი თავდაპირველად “იუთუბზე” დაიდო. შემდეგ კი სიმღერის პრემიერა შედგა სატელევიზიო არხზე - “დოჟდ.” ვიდეო 120,000 -ზე მეტმა ინტერნეტ მომხმარებლმა უკვე ნახა. სიმღერა სახელწოდებით “არავინ ჩვენს გარდა” რუსეთის პრემიერს წარმოადგენს როგორც მექრთამე ბიუროკრატს, რომელმაც გაანადგურა შეიარაღებული ძალები. პროტესტის სიმბოლო თეთრი ლენტია, რომელიც გამოხატავს შეუგუებლობას რუსეთის არსებული განუკითხაობისადმი. სიმღერის ავტორები პრემიერ მინისტრს ღიად უპირისპირდებიან და ამბობენ, რომ მოდერნიზაცია, რომელზეც ამდენს საუბრობენ, სინამდვილეში არ ხდება, რომ ქვეყანას ქურდები და მატყუარები მართავენ. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts