Jump to content
Planeta.Ge

თბილისი რუსეთის დიპლომატიაზე ოკეანეთში


Recommended Posts

თბი­ლის­ში იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ წყნა­რი ოკე­ა­ნის   სა­ხელ­მწი­ფო ფი­ჯის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს არ აღი­ა­რებს.

 

„ჩვენ დიდ იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ფი­ჯის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დარ­ჩე­ბა ერ­თგუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრინ­ცი­პე­ბის , რო­მელ­საც აღი­ა­რებს გა­ე­როს წევ­რი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა და გა­უძ­ლებს ამ ცდუ­ნე­ბას თუ ზე­წო­ლას და დარ­ჩე­ბა ერ­თგუ­ლი, რო­გორც ჩვენს მი­მართ კე­თი­ლი პარ­ტნი­ო­რო­ბი­სა, ასე­ვე იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც მათ აქვთ აღე­ბუ­ლი“, – გა­ნაც­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ჯა­ლა­ღა­ნი­ამ დღეს სა­გა­რეო უწ­ყე­ბა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

 

მან ეს გან­ცხა­დე­ბა ფი­ჯი­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის ვი­ზი­ტის წინ გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც აზია–წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­ში მი­სი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში იგეგ­მე­ბა. ლავ­რო­ვი 31 იან­ვარს ავ­სტრა­ლი­ას ეწ­ვე­ვა.

 

ჯა­ლა­ღა­ნი­ამ ხა­ზი გა­უს­ვა “რუ­სე­თის მი­ერ წარ­მო­ე­ბულ ერ­თგვარ უც­ნა­ურ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას”, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მოს­კო­ვი, ძი­რი­თა­დად, ეკო­ნო­მი­კუ­რად და­ბალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მი­მართ „სხვა­დას­ხვა არა­კა­ნო­ნი­ე­რი გზით”, მათ შო­რის “პირ­და­პი­რი მოს­ყიდ­ვით თუ სხვა­დას­ხვა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლით ან შე­თა­ვა­ზე­ბით“, ცდი­ლობს მი­აღ­წი­ოს „ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აღი­ა­რე­ბის სა­კითხს“.

 

ავ­სტრა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მა Sydney Morning Herald–ი 25 იან­ვარს იტ­ყო­ბი­ნე­ბო­და, რომ ფი­ჯი­ში ვი­ზი­ტამ­დე ლავ­რო­ვი თა­ვის ავ­სტრა­ლი­ელ კო­ლე­გას, კე­ვინ რადს შეხ­ვდე­ბა, რო­მე­ლიც, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, სთხოვს მას, რომ რუ­სეთ­მა გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს წყნა­რი ოკე­ა­ნის სივ­რცე­ში არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ლავ­რო­ვის ვი­ზი­ტის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნი შე­საძ­ლოა გახ­დეს ფი­ჯის დარ­წმუ­ნე­ბა – სამ­ხრეთ ოსე­თის და აფ­ხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­როს, იტ­ყო­ბი­ნე­ბა Sydney Morning Herald–ი.

 

რო­გორც Radio Australia-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ახალ­ზე­ლან­დი­ელ­მა ექ­სპერ­ტმა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თებ­ში სტი­ვენ ჰოდ­ლიმ გა­ნაც­ხა­და, მარ­თლაც არ­სე­ბობს ეჭ­ვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რუ­სე­თი წყნა­რი ოკე­ა­ნის მცი­რე ქვეყ­ნე­ბის მოს­ყიდ­ვას აწარ­მო­ებს. მი­სი თქმით, ამის შე­სა­ხებ ლავ­როვს მი­სი ვი­ზი­ტის დროს ავ­სტრა­ლი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი კე­ვინ რა­დი და მი­სი ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლი კო­ლე­გა მა­რეი მაკ­კა­ლი „და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან“.

 

„ეს გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბის სა­კით­ხია და ჩვენ გვსურს ვი­ცო­დეთ, რას აკე­თე­ბენ რუ­სე­ბი, რა მო­ცუ­ლო­ბი­საა მა­თი დახ­მა­რე­ბა და გვსურს ამ დახ­მა­რე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია, თუ ის კა­ნო­ნი­ე­რია“, – გა­ნაც­ხა­და ექ­სპერ­ტმა.

 

თუმ­ცა, მი­სი თქმით, ახალ ზე­ლან­დი­ას რუ­სეთ­თან მკაც­რი სა­უ­ბა­რი გა­უ­ჭირ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს ქვე­ყა­ნა ამ­ჟა­მად აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს რუ­სეთ-ბე­ლა­რუს-ყა­ზა­ხე­თის სა­ბა­ჟო კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე, რომ­ლის გა­ფორ­მე­ბი­თაც ძა­ლი­ან არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

 

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ჯის, ჰოდ­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მას შემ­დეგ, რაც ავ­სტრა­ლია და ახა­ლი ზე­ლან­დია ამ ქვე­ყა­ნას სან­ქცი­ე­ბით და­ე­მუქ­რნენ „დე­მოკ­რა­ტი­ის­გან უკან და­ხე­ვის­თვის“, ფი­ჯის მთავ­რო­ბა ახალ პარ­ტნი­ო­რებს ეძებს, მათ შო­რის ჩი­ნე­თი­სა და რუ­სე­თის სა­ხით. შე­სა­ბა­მი­სად, ლავ­როვს ოკე­ა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ში კარ­გად დახ­ვდე­ბი­ან.

 

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 20 იან­ვარს გა­ნაც­ხა­და, რომ რუ­სე­თი “რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნის” და­პი­რე­ბით ცდი­ლობს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აღი­ა­რე­ბა აფ­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბე­ბის­გა­ნაც მო­ი­პო­ვოს.

 

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აფ­რი­კა­ში, მი­ხე­ილ მარ­გე­ლოვ­მა, რო­მე­ლიც აფ­რი­კის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის ნი­გე­რი­ას, მა­ლის, მავ­რი­ტა­ნი­ას და მა­რო­კოს ცო­ტა ხნის წინ სტუმ­რობ­და, გა­ნაც­ხა­და, რომ რუ­სეთს არას­დროს შე­უ­თა­ვა­ზე­ბია ფუ­ლი თა­ვი­სი აფ­რი­კე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბის­თვის აფ­ხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

 

სულ ბო­ლოს სო­ხუ­მი და ცხინ­ვა­ლი ტუ­ვა­ლუმ აღი­ა­რა 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში. მა­ნამ­დე სო­ხუ­მი და ცხინ­ვა­ლი აღი­ა­რეს წყნა­რი ოკე­ა­ნის ჯუ­ჯა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა ნა­უ­რუმ და ვა­ნუ­ა­ტუმ, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელ­მა ქვე­ყა­ნა­ში მთავ­რო­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ ეს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­უქ­მა. აფ­ხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი 2009 წელს ცნო ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ორ­მა სა­ხელ­მწი­ფომ – ნი­კა­რა­გუ­ამ და ვე­ნე­სუ­ე­ლამ. თი­თო­ე­ულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ რუ­სე­თის­გან სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღო.

 

 

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...