planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 დღეს, 30 იანვარს, 18:00 საათზე, ევროპის სახლი გიწვევთ ფილმის „ჩემი ცხოვრების ერთი დღე“ ჩვენებაზე. ფილმი არის შედეგი ევროპის სახლის პროექტის: ჩართეთ კამერები! საერთაშორისო კინო-სკოლა ახალგაზრდა კინოხელოვანებისთვის. ზემოთ ხსენებულმა პროექტმა, საშუალება მისცა აფხაზ, ქართველ, რუს და უკრაინელ მონაწილეებს შეექმნათ ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემცველი ერთობლივი ნამუშევარი, გამოცდილ ევროპელ კინოხელოვანებთან, შტეფან ტოლცთან, რეგინა ქუნსა და ლენა რემთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. ფილმის რეჟისორები არიან: ესმა ხურხუმალი, კოტე ჩლაიძე, ასკოლდ კუროვი და ვიქტორ ცატრიანი. პროექტი დაფინანსდა კულტურული ურთიერთობების ინსტიტუტის (ბერლინი) მიერ და განხორციელდა უკრაინული ფილმის განვითარების ფონდთან (კიევი) თანამშრომლობით. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts