planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"17:00 30.01.2012ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვე “ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს, დავით რობაქიძესა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარეს, მურმან დუმბაძეს. http://4.bp.blogspot.com/-BE7vYFYOr5c/TyaeTM6T-8I/AAAAAAAAGFM/HA2_M8sgCCU/s200/azizies%2Bmecheti.jpgშეგახსენებთ, რომ თურქულენოვან პრესსა და შემდეგ ცენტრალურ ქართულ ტელეარხებზე გასული სიუჟეტებით გახდა ცნობილი, რომ თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრები 26 იანვარს ანკარაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების საკითხზე. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის განმარტებით, “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასთან ერთად ახალციხეში რაბათის უბანში მდებარე “აჰმედიეს მეჩეთის“ აღდგენაც დაიწყება და ამასთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობს. მეჩეთების აღდგენა კი თურქეთთან არსებული იმ ხელშეკრულების ფარგლებში მოხდება, რომლითაც საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე ქართული არქიტექტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაცია უნდა მოხდეს. დავით რობაქიძის აზრით მეჩეთის აშენება ბათუმში, ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრში გამორიცხულია: “ბათუმი ისედაც თურქეთის მზარდი ინტერესების სფეროში მოქცეული ქალაქია. ეკონომიკურ–კულტურული ექსპანსია იმპერიების მიერ დიდი ხნის წინ გამოყენებული, ნაცადი ხერხია და შენიღბულია ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის ერთობ უწყინარი ტერმინით, ხოლო რელიგიას პირველი ადგილი უჭირავს, სხვა ქვეყნების დაპყრობისათვის გამოყენებულ ზემოქმედებათა შორის, კონცეპტუალურ მეთოდოლოგიურ პრიორიტეტად იწოდება და წინ უსწრებს იდეოლოგიურ, ისტორიულ პრიორიტეტებს, გენეტიკურ იარაღსა და მსოფლიო ფულს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაპყრობის ყველაზე უხეშ ფორმაზე, რომელიც ამ საკითხში ბოლო ადგილზეა და მოქმედებაში მოდის ყველა დანარჩენის ამოწურვის შემდეგ. ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთი მეთოდურად იყენებს ყველა ზემოხსენებულ პრიორიტეტს, საქართველოს წინააღმდეგ - უხარისხო პროდუქციას, როგორც გენეტიკურ იარაღს, ინვესტიციებს, როგორც ეკონომიკური კაბალის ფორმას და აგრესიულ მუსულმანურ პროზელიტიზმს, როგორც უმთავრეს კონცეპტუალურ მეთოდოლოგიურ პრიორიტეტს. ამოქმედებულია ისტორიულ-ქრონოლოგიური პრიორიტეტიც და მდგომარეობს თურქულ-ქართული ისტორიულ ურთიერთობათა შელამაზების მცდელობაში (ისტორიის ფალსიფიცირების მეშვეობით). ეს ხელშეკრულება მორალურად გაუმართლებელია, რადგან “აზიზიეს მეჩეთის“ სახით, დღევანდელი თურქეთი ქალაქ ბათუმში ოსმალეთის იმპერიის დიდების მონუმენტს დგამს და ამ საქმეში თურქეთს ხელს უმართავს სააკაშვილი და მისი ქართველთმოძულე ხელისუფლება. ისე, იცოდეთ - როგორც ცხონებული ბებიაჩემი აღსდგება, ისევე აღდგება “აზიზიეს მეჩეთი“! აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეჩეთი ღორჯომში დანგრევის პირასაა. ეს ძეგლი, როგორც ხელოვნების ნიმუში, გადასარჩენია. თუ ნამდვილად მეჩეთებისა და ჯამეების რესტავრაციით არიან დაინტერესებულები, აღადგინონ და გაამაგრონ ეს ძეგლი. ოსმალეთის პარლამენტმა (მეჯლისმა) 1920 წლის იანვარში მიიღო ე.წ. ეროვნული აღთქმა, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. ამ დადგენილებაში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი, რომელიც დედასამშობლოს ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა. “ეროვნული აღთქმა" თურქეთისთვის დღესაც მოქმედი იურიდიული დოკუმენტია, რადგან სწორედ მასშია დაფიქსირებული თანამედროვე თურქეთის ტერიტორია“. თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულება ჯერ თვალით არავის უნახავს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს (ნიკა რურუას, ნიკა ვაჩეიშვილს, ნინო კალანდაძეს) ამ საკითხზე მხოლოდ საჯარო განცხადებები აქვთ გაკეთებული. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე, მურმან დუმბაძე თურქეთის კულტურის მინისტრის განცხადებას პროვოკაციულად აფასებს: “უპირველესად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულების შინაარსის წაკითხვა. მიუხედავად ამისა, თურქეთის კულტურის მინისტრის განცხადებას ვაფასებ, როგორც პროვოკაციულს, რადგან: 1.თურქულმა მხარემ იცის ბათუმელთა უმრავლესობის განწყობა (ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2011 წლის 23 მარტს ჩავატარეთ მიტინგი და წერილობით მივმართეთ თურქეთის სახელმწიფოს მთავრობას, ხელი აიღონ ამ განზრახულობაზე); 2. ამ განცხადებით თურქეთი (ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლება) პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, რომლის თანახმად საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებული საკითხები (რესტავრაცია/აღდგენა) წყდება საპატრიარქოსთან შეთანხმებით; 3. არავითარი “აზიზიეს მეჩეთის“ ნანგრევი ბათუმის ტერიტორიაზე არ არის; ანუ მისი აღდგენა უბრალოდ სიცრუეა; 4.ხელშეკრულება არ არის ნაცვალგების პრინციპზე აგებული - თურქეთში ძეგლები დგას და მისი რესტავრაციაა საჭირო, ხოლო აქ (ბათუმში) არარსებულს მიშენებს, ისტორიიის გასახსენებლად“. მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ხვალვე შეიკრიბებიან და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებენ: “სხვა ქვეყნის მიერ საქართველოს სახელმწიფოში საკულტო ნაგებობა ვერ აშენდება; მით უმეტეს, ისტორიის იმ მონაკვეთს არ დავუდგამთ ძეგლს, როცა ბათუმში დამპყრობი სულთანის, აზიზიეს სახელობის მეჩეთი აშენდა. რუსეთმა რომ გვითხრას, ლენინის ძეგლი აღადგინეთო აღვადგინოთ? ტელეფონის ზარები არ წყდება ჩემთან - მთელი ქალაქის ინტელიგენცია (განსაკუთრებით უნივერსიტეტიდან) გადამჭრელი ზომების მიღებას მთხოვენ. გარწმუნებთ, მოღალატე სააკაშვილს ამის უფლებას არ მივცემთ! აზიზიეს სახელობის ოკუპაციის მეჩეთ-მუზეუმის ხელახალი აშენებით თურქეთის სახელმწიფოს ოსმალური იმპერიის ამბიციებს გავუღვივებთ. ამის დაშვება კი ქართული სახელმწიფოს ნგრევის დაწყებას ნიშნავს“. მურმან დუმბაძე პროვოკაციაში თურქეთის კულტურის მინისტრთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც სდებს ბრალს: “ამ კაცს არ სურს ხელისუფლებიდან წასვლა საარჩევნო ბიულეტენების მეშვეობით; მისი მიზანი პანღურით გაგდებაა - მას გაგდებული პრეზიდენტის სახელით სურს ისტორიაში შესვლა, მაგრამ ამას ვერ ეღირსება - რამდენიმე თვეში სააკაშვილი თავის “აზიზიეს მეჩეთიანად“ უნდა დასრულდეს საარჩევნო ყუთებთან“. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts