planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 </p>/get_img?ImageId=6098 ჯონ ალენი, წყარო: ვიკიპედია 30 იანვარს თბილისში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებისა (ISAF) და აშშ-ის ძალების მეთაური, გენერალი ჯონ ალენი შეხვედრებს გამართავს სამთავრობო და სამხედრო ოფიციალურ პირებთან. ამ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. შეხვედრებზე განიხილავენ საქართველოს წვლილს ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში. გენერალი, აგრეთვე, მოინახულებს და სიტყვით მიმართავს საქართველოს 23-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონს კრწანისის საწვრთნელ ცენტრში. ამჟამად მიმდინარეობს ბატალიონის მომზადება ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებისა და აშშ-ის ძალების მეთაურის პოსტზე დანიშვნამდე გენერალი ჯონ ალენი მსახურობდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე. ავღანეთში ISAF-ის მეთაური მოქმედებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატით, რომელიც სხვადასხვა ოპერაციების საშუალებით ხელს უწყობს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას, შეამციროს მეამბოხეთა შესაძლებლობები, დაეხმაროს ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარებასა და მმართველობის დახვეწას, აგრეთვე, სოცილაურ-ეკონომიკური მდგომარების გამოსწორებას. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts