planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/hhh.jpegთბილისის საქალაქო სასამართლომ, განზრახ მკვლელობაში და ქურდობაში ბრალდებულ მახარე დარსალიას, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ, 16 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ღია სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მახარე დარსალიას მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულ იქნა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული საქმის მასალების მიხედვით: მ. დარსალია 2011 წლის 3 მაისს, თავისი ინიციატივით გაჰყვა დეიდაშვილ დარეჯან ქარდავას საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო კალინიკაში პირად საქმეზე. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მახარე დარსალიამ რამოდენიმეჯერ უსაყვედურა და შენიშვნა მისცა დარეჯან ქარდავას იმ მანერებთან და ქცევებთან დაკავშირებით, რასაც ეს უკანასკნელი ავლენდა უცხო მამაკაცებთან ურთიერთობისას. ამავდროულად მ. დარსალიამ გამოთქვა ეჭვი, რომ დ.ქარდავას ჰყავდა ” საყვარლები” . სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ, მათ ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიისაკენ ფეხით გააგრძელეს გზა. მ.დარსალიასა და დ.ქარდავას შორის წამოწყებული საუბარი გადაიზარდა ურთიერთშორის სიტყვიერ კონფლიქტში, რა დროსაც მახარე დარსალიამ, შურისძების მოტივით, დარეჯან ქარდავას განზრახ მოკვლის მიზნით, ყელში ხელები წაუჭირა და მოგუდა, რის შემდეგადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დ. ქარდავას კუთვნილ ,,NOKIA”–ს ფირმის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts