planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2012 წლის პირველი იანვრისათვის 6.7 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 705.8 მლნ ლარით ანუ 11.7 %-ით მეტია 2011 წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელზე. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 382.4 მლნ ლარით ანუ 14.9 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 323.4 მლნ ლარით ანუ 9.3 პროცენტით. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 59.9 პროცენტი შეადგინა – 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლები 2011 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.4 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 12.1 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.1 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 73.7 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 22.0 პროცენტი შეადგინა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts