planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/fina_image.jpgფრანგული “ტოტალი” “ვისოლთან” თანამშრომლობას ეფექტურად მიიჩნევს და საქართველოში ბიზნესს აფართოებს. კომპანიის ინფორმაციით, “ვისოლის” შვილობილი კომპანია “ვისოლ ავტო ექსპრესი”, რომელიც მომხმარებელს “ტოტალის” საავტომობილო ზეთებსა და საპოხ მასალებს ექსკლუზიურად სთავაზობს, ასევე ექსკლუზიურად იწყებს “ტოტალის” შვილობილი ბრენდის “ფინას” საავტომობილო ზეთების რეალიზაციას. მომხმარებელს “ფინას” მაღალი ხარისხის საავტომობილო ზეთების შეძენა 6.50 ლარიდან შეეძლება. “ტოტალის” საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების გზაზე. მოხარული ვართ, რომ ფრანგული ნავთობგიგანტისთვის საქართველოში ბიზნესის წარმოება მიმზიდველია. “ვისოლ ავტოექსპრესი” მომხმარებელს ექსკლუზიურად “ტოტალის” კიდევ ერთ მაღალი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს და ის, რომ ფრანგ პარტნიორებს სტიმული აქვთ უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში, ეს არა მხოლოდ “ვისოლის” მიღწევაა, არამედ იმ ეკონომიკური კურსის შედეგია, რა მიმართულებითაც ჩვენი ქვეყანა ვითარდება”, – აცხადებს “ვისოლის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე. “ვისოლ ავტო ექსპრესის” სერვის-ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს “ფინას” ნახევრადსინთეტიკური ტიპის ძრავის ზეთები და მინერალის ტიპის ძრავის ზეთები, რომელთა ხარისხობრივი მაჩვენებლები API-ს ამერიკური ხარისხის სტანდარტისა და ECEA-ს ევროპული ხარისხის სტანდარტის მაჩვენებლებს შეესაბამება. ნახევრადსინთეტიკური ტიპის ძრავის ზეთები იყიდება როგორც ერთი, ისე ხუთ ლიტრიან ქილებში. მისი შეძენა ასევე შესაძლებელია ლიტრობით. “ვისოლ ავტო ექსპრესი” საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან დამკვიდრდა. კომპანიის ავტომომსახურების ცენტრები უმაღლესი ხარისხის “ტოტალის” ფრანგული საავტომობილო ზეთების და სხვა საპოხი მასალების გარდა მომხმარებელს საბურავებს, ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებისაც სთავაზობს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts