planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/davitaia-300x1991.jpgდიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფება. მინისტრი წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრო, შეხვდა და ესაუბრა ეკლესიის მრევლს. წირვის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ქალაქ ბრიუსელში არსებული ქართული საკვირაო სკოლა მოინახულა. პაპუნა დავითაიამ ისაუბრა საზღვარგარეთ ქართული საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის შემუშავდა და მომზადდა ერთიანი სასწავლო პროგრამა. ამჟამად, პროგრამის მიხედვით საკვირაო სკოლები მოქცეულია ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, რომელიც შესამაბისობაშია მოყვანილი საქართველოში არსებულ სასკოლო პროგრამასთან და მეთოდიკასთან. პროგრამის მიხედვით საკვირაო სკოლებისთვის გამოიცა ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები. ერთიანი სასწავლო პროგრამა საზღვარგარეთ მყოფ მოზარდებს მშობლიური ენისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში ეხმარება და დიასპორის წარმომადგენლების საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მათ სამშობლოსთან სრულ ინტეგრირებას უზრუნველყოფს. სახელმწიფო მინისტრი ქართულ ფოლკლორულ ანსამბლ ,,იმედის’’ რეპეტიციაზეც იმყოფებოდა და ანსამბლის წევრებს მათთვის სპეციალურად შეკერილი ჩოხები გადასცა. ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ მსოფლიო მასშტაბით ბევრი ანსამბლია ჩამოყალიბებული ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, თურქეთში, ირანში, აზერბაიჯანში. უცხოეთში არსებული ქართული ანსამბლების ეროვნული სამოსით და საჭირო აღჭურვილობით მომარაგება ნაწილია იმ პროგრამისა, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი კულტურის სამინისტროსთნ ერთად ანხორციელებს. ანსამბლებისთვის შეიკერა ქართული ნაციონალური ჩოხები, კაბები, ანსამბლებს უსასყიდლოდ გადაეცათ ქართული ფოლკლორული სიმღერებისა და ცეკვებისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკა. მინისტრმა ისაუბრა საზღვარგარეთ ქართული ფოლკლორული ანსამბლების მნიშვნელობაზე: ქართული ანსამბლების არსებობა არა მხოლოდ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის არის აუცლებელი, არამედ ეს არის ერთ-ერთი რგოლი, რომლის საშუალებითაც საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეები ეროვნულ თვითმყოფადობას ინარჩუნებენ. მსგავსი პროგრამების განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული კერების შენარჩუნებისათვის. გარდა ამისა, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ყურადღება ძვირფასია. მოგვიანებით, ბრიუსელში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა შეხვედრა ბელგიის ქართულ დიასპორასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ბრიუსელის სამეფოში სალომე სამადაშვილი და ბელგიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ბელგიის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ, ბელგიაში დაფუძნებული დიასპორული ორგანიზაციების აქტივი ქალაქებიდან: ანტვერპენი, ლიეჟი, ოსტენდე, ბრიუსელი, შარლეროი. აგრეთვე, ქართველები ლუქსემბურგის საჰერცოგოდან, ბელგიაში წარმატებულად ინტეგრირებული ქართველები: მეცნიერები, მხატვრები, ემიგრაციის შთამომავლები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts