Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/IMG_0008-300x200.jpgდღეს ცესკოს შენობაში, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე ცენტრალური სააარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის, სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროების წარმომადგენლები.

მხარეებმა საარჩევნო სიების ფორმირებისა და დახვეწის საკითხები განიხილეს; საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების თანახმად, სიების გადამოწმების უზრუნველყოფის კომისია ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაზე ხდება პასუხისმგებელი, შესაბამისად,  ზემოთაღნიშნული უწყებები კომისიას 1 თებერვალს პირველად გადასცემენ ამომრჩეველთა ერთიანი სიისთვის მონაცემებს.

დღემდე ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ ცენტრალური საარჩევნო კომისია ღებულობდა, რომელიც ამუშავებდა მას და ქმნიდა ამომრჩეველთა სიის ერთიან ბაზას.

ერთიან საარჩევნო სიაში ხვდება საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არის დარეგისტრირებული, მიუხედავად იმისა იმყოფება საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...