Jump to content
Planeta.Ge

საქინფორმი- „PACE“-ს მომხსენებლები საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ


Recommended Posts

http://saqinform.ge/images/stories/analitics/pase23.jpgთბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ორმა თანამომხსენებელმა „PACE“-ს მონიტორინგის კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ვინაიდან ვერ მოხერხდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოფხვრა, რაც თითოეული ხმის თანაწონადობის პრინციპის დარღვევას იწვევს.

 

ანგარიში, რომელიც თანამომხსენებლების საქართველოში ოქტომბერში ვიზიტის საფუძველზე მომზადდა, 26 იანვარს გამოქვეყნდა და იგი მართლმსაჯულების აღსრულებისა და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

 

 

 

<span style="font-size: 10pt;" />კასტრიოტ ისლამი და მაიკლ იენსენი, თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე, ანგარიშში მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების თაობაზე, ასევე, ახალ კოდექსში ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი რეკომენდაციის გათვალისწინებას.

 

საქინფორმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...