planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59830.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან გამართავს შეხვედრას. ორი ქვეყნის ლიდერები მრავალ საკითხს, მათ შორის, ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების გზებს განიხილავენ. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის, მისი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე წინსვლისათვის საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას გაამახვილებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ისაუბრებს მისი გაღრმავების გზებზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ქარტიით განსაზღვრული ყველა მიმართულებით, მათ შორისაა თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერება, თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში, ხალხებს შორის კავშირების გაღრმავებასა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის თობაზე. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts