planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59834.jpgვაშინგტონში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ქართველი მოციგურავის ელენე გედევანიშვილის წარმატებას გამოეხმაურა და მას პირადად ტელეფონით მიულოცა. ინგლისის ქალაქ შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ელენე გედევანიშვილი ბრინჯაოს პრიზიორი 2009-2010 წლების სეზონზეც გახდა, თუმცა წელს მან კარიერის საუკეთესო მონაცემი აჩვენა და თავისივე რეკორდი მოხსნა. ელენე გედევანიშვილი თბილისის `დინამოს` საციგურაო სკოლის წევრი იყო, საქართველოს მოციგურავეთა ფედერაციის ინიციატივით კი ვარჯიში მოსკოვში წამყვანი სპეციალისტების მეთვალყურეობით განაგრძო, თუმცა 2006 წელს რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის დროს ის იძულებული გახდა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა ქვეყანა და სამშობლობში დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გედევანიშვილს კანადაში გამგზავრებაში დაეხმარა, სადაც სპორტსმენმა ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთენლთან განაახლა ვარჯიში. სწორედ კანადაში ვარჯიშის შემდეგ მოხვდა ელენე გედევანიშვილი ზედიზედ ორჯერ ევროპის მოციგურავეთა საუკეთესო სამეულში. გარდა ამისა, სპორტსმენმა მიხელ სააკაშვილთან ერთად საქართველოში ორი საციგურაო მოედანი გახსნა, სადაც საჩვენებელი გამოსვლა გამართა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts