planetanews Posted January 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59835.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა იყო. მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, შეხვედრაზე ორი პრეზიდენტი ისაუბრებს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა ასპექტზე, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ; საუბარი შეეხება უსაფრთხოებისა და დემოკრატიული რეფორმების განვითარების საკითხს, ასევე თანამშრომლობას ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროში. საუბარი იქნება ასევე რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. დავით ჯალაღანიამ ფიჯის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესაძლო აღიარებაზეც გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ ფიჯის ხელისუფლება საერთაშორისო პრინციპების ერთგული დარჩება და აღიარების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად. `ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს თუნდაც ტუვალუს, ნაურუს, იმავე ვენესუელის და ნიკარაგუის სახით. თუმცა დიდ იმედს ვიტოვებთ, ფიჯის კუნძულების მთავრობა დარჩება საერთაშორისო პრინციპების ერთგული, იმ პრინციპების, რომელსაც აღიარებს გაეროს წევრი ყველა ქვეყანა და გაუძლებს რუსეთის ამ ცდუნებას და ზეწოლას,`- განაცხადა ჯალაღანიამ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts