planetanews Posted January 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59828.jpgვაშინგტონში, უკვე რამდენიმე დღეა, შეხვედრებს მართავენ ქართველი ქრისტიან-დემოკრატები. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატასა და წარმომადგენლობით პალატაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მოძრაობის ლიდერები როკვილის ქართულ ეკლესიაში იმყოფებონენ და წირვას დაესწრნენ. მოგვიანებით, გაიმართა შეხვედრა ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებთან. აქცენტები ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე წინასაარჩევნო ვითარებაზე გაკეთდა. "შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რა შეიძლება გააკეთონ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა თავიანთი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვის. ამ მხრივ, უზარმაზარი რესურსია აშშ-ში მცხოვრებს ქართველებში და ჩემი მიზანია, მათთან საუბრისა და ხშირი ურთიერთობის შედეგად, ეს რესურსი მაქსიმალურად ჩავაყენოთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში," - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts