Jump to content
Planeta.Ge

აფხაზეთი საქართველოში თუ საქართველო-აფხაზეთი?! დასასრული


Recommended Posts

 გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა. ორი­ო­დე სიტ­ყვით და­ვუბ­რუნ­დე­ბი წი­ნა წე­რილ­ში მოკ­ლედ მი­მო­ხი­ლულ ია­გა­ნოვ-შმუ­ლე­ვი­ჩის ინ­ტერ­ვი­უს (http://www.tabula.ge, 29.12.2011).  ად­რე მო­გახ­სე­ნეთ იბ­რა­ჰიმ ია­გა­ნო­ვის მო­საზ­რე­ბა, თუ რა უნ­და მო­ი­მოქ­მე­დოს სა­ქარ­თვე­ლომ კავ­კა­სი­ა­ში ვი­თა­რე­ბის შე­საც­ვლე­ლად – მან უნ­და აღი­ა­როს ახა­ლი სტა­ტუს-კვო აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ცნოს. რო­გორც მკით­ხველ­მა იცის, ბ-ნი შმუ­ლე­ვი­ჩის მო­საზ­რე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია: „არ ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ცნობს აფ­ხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს… მაგ­რამ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ფე­დე­რა­ცი­ის [ან კონ­ფე­დე­რა­ცი­ის] გარ­კვე­უ­ლი ფორ­მე­ბი“ (იქ­ვე).

 

 კავ­კა­სი­ის­გან გა­მიჯ­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო. მუდ­მი­ვად ის­მის რი­ტო­რი­კუ­ლი კით­ხვა – წარ­მო­ად­გენს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო კავ­კა­სი­ურ ქვე­ყა­ნას? ერ­თი შე­ხედ­ვით, თით­ქოს ასეა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა კავ­კა­სი­ას­თან (მის ორი­ვე მხა­რეს­თან) სამ დიდ ეტა­პად შე­იძ­ლე­ბა და­ი­ყოს: უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან კავ­კა­სი­ის დი­დი ნა­წი­ლის ის­ლა­მი­ზა­ცი­ამ­დე; ის­ლა­მი­ზა­ცი­ი­დან რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის გა­ბა­ტო­ნე­ბამ­დე; კავ­კა­სი­ა­ში რუ­სე­თის „ნა­ირ­გვა­რი“ იმ­პე­რი­ის დამ­კვიდ­რე­ბი­დან დღემ­დე. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს დო­მი­ნან­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კავ­კა­სი­ა­ში მის გან­სა­კუთ­რე­ბულ ფუნ­ქცი­ას უს­ვამ­და ხაზს -  კავ­კა­სი­ის გზა მსოფ­ლი­ომ­დე. ანუ სა­ქარ­თვე­ლო მდე­ბა­რე­ობ­და (პო­ლი­ტი­კუ­რად) არც მთლად კავ­კა­სი­ა­ში და არც გა­მოკ­ვე­თი­ლად მის გა­რეთ.  შე­იძ­ლე­ბა შე­მო­მე­და­ვონ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო კავ­კა­სი­ა­ში რუ­სეთ­მა „და­აბ­რუ­ნა“. ასე რომ, შე­იძ­ლე­ბა და­ე­თან­ხმო  ბ-ნი შმუ­ლე­ვი­ჩის შემ­დეგ მო­საზ­რე­ბას – „შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბა, რომ ქვე­ყა­ნამ, რო­მელ­მაც ევ­რო­პის­კენ აი­ღო გე­ზი, სრუ­ლად მო­იჭ­რა ყვე­ლა კავ­ში­რი კავ­კა­სი­ას­თან. ეს ნონ­სენ­სია… სა­ქარ­თვე­ლო კავ­კა­სი­ის ნა­წი­ლია“ (http://www.tabula.ge, 19.12.2011) ასე­ვე მი­სა­ღე­ბია გან­ცხა­დე­ბა, რომ „კავ­კა­სია გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად, გე­ო­ე­კო­ნო­მი­კუ­რად და კულ­ტუ­რუ­ლად ერ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნია“ (იქ­ვე). აქ მთავ­რდე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბა, რად­გან პო­ლი­ტი­კუ­რად კავ­კა­სია და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ნუ­ლე­ბი არი­ან.

 

 კავ­კა­სია და მსოფ­ლიო. სა­ქარ­თვე­ლო­სი რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს (ევ­რო­პა­სა და აშშ-ს) ნამ­დვი­ლად წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რა მო­უ­ხერ­ხონ კავ­კა­სი­ას. ამ ვი­თა­რე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნის პო­ლი­ტი­კამ „კავ­კა­სი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით დაწ­ყე­ბუ­ლი საქ­მე შე­ა­ჩე­რა. ამის მი­ზე­ზი ევ­რო­პი­სა და აშშ-ის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო. ისი­ნი კი რუ­სე­თის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ შე­აშ­ფო­თა“ (იქ­ვე). მაგ­რამ ამ მეტ-ნაკ­ლე­ბად სწორ დას­კვნას მოს­დევს ბ-ნი შმუ­ლე­ვი­ჩის უც­ნა­უ­რი გან­მარ­ტე­ბა, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ბი­ჯე­ბი და­სავ­ლეთ­ში აღიქ­მე­ბა არა რო­გორც თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა, არა­მედ რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბა პუ­ტი­ნი­სად­მი“. ამის შემ­დგო­მი მსჯე­ლო­ბაც იგი­ვე სუ­ლის­კვე­თე­ბით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი: „და­სავ­ლეთ­მა ვერ და­ი­ნა­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის­კენ შე­მოტ­რი­ალ­და. ასე­თი ხედ­ვა არც ქარ­თველ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვთ. და­სავ­ლე­თის­თვის არა­ვის აუხ­სნია, რომ ეს მარ­თლაც რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მას­ზე ქვეყ­ნის არ­სე­ბო­ბა და უსაფ­რთხო­ე­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი“. გა­სა­გე­ბია, რომ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ინ­ტეგ­რა­ცია. მაგ­რამ ამ პრო­ცე­სის ხელ­შეწ­ყო­ბის­თვის ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი უნ­და არ­სე­ბობ­დეს: პირ­ვე­ლი, ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხე­ბის სურ­ვი­ლი, გახ­დნენ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რე­ბი და, მე­ო­რე, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მმარ­თვე­ლი ელი­ტის მხრი­დან მუდ­მი­ვი ხე­ლის შეშ­ლის დას­რუ­ლე­ბა სრუ­ლი­ად კავ­კა­სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის.

 

 რუ­სე­თი კავ­კა­სი­ა­ში.  ბ-ნ შმუ­ლე­ვი­ჩის მო­საზ­რე­ბას შე­იძ­ლე­ბა და­ე­თან­ხმო, რო­ცა იგი აც­ხა­დებს, რომ  „კრემ­ლი ვერ არ­თმევს თავს რე­გი­ო­ნის მარ­თვას და მა­დეს­ტა­ბი­ლი­ზე­ბელ ფაქ­ტო­რად იქ­ცა“ (იქ­ვე). მაგ­რამ აქ­ვე დას­ძენს, რომ „სა­ქარ­თვე­ლომ მხო­ლოდ სა­ნა­ხევ­რო ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. აღი­ა­რა ჩერ­ქეზ­თა გე­ნო­ცი­დი…“ (იქ­ვე). შემ­დეგ ისევ უც­ნა­უ­რი ლო­გი­კუ­რი ჯაჭ­ვი –  „რუ­სეთ­მა ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ხელ­ში ჩა­იგ­დო, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ჩერ­ქე­ზულ დი­ას­პო­რას­თან, მარ­თავს კონ­ფე­რენ­ცი­ებს. მი­დის კონ­ტრპრო­პა­გან­და, მუ­შა­ო­ბენ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო კი ამას არა­ფერს უპი­რის­პი­რებს“ (იქ­ვე).

 

სა­ქარ­თვე­ლო „ამას არა­ფერს“ კი არა, ვე­რა­ფერს უპი­რის­პი­რებს. ჯერ ერ­თი, მას ჩერ­ქე­ზულ დი­ას­პო­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის იმ­დე­ნი რე­სურ­სი (თუნ­დაც ფი­ნან­სუ­რი ან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი) არ გა­აჩ­ნია, რო­გორც რუ­სეთს; მე­ო­რე, ადი­ღე­ელ­თა სა­მი ავ­ტო­ნო­მია (სა­კუთ­რივ ადი­ღე, ყა­რა­ჩა­ეთ-ჩერ­ქე­ზე­თი და ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თი) რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია; მე­სა­მე, არც ისე უღ­რუბ­ლოა ჩერ­ქე­ზე­ბი­სა და რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც ერ­თი შე­ხედ­ვით ჩანს.

 

სა­უ­ბა­რი ეხე­ბა სი­რი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ჩერ­ქე­ზე­ბის გად­მო­სახ­ლე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა 100000 ადა­მი­ანს აღ­წევს. მათ­გან მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო ნა­წილ­თან (რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ადა­მი­ან­ზე ვსა­უბ­რობ) სცა­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გად­მო­სახ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. „ასი­ა­თა­სი­ა­ნი დი­ას­პო­რი­დან მხო­ლოდ ნა­წი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა ცუ­დად იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ჩერ­ქე­ზე­ბის მხრი­დან, ამა­ვე დროს, სრუ­ლად მა­თი რე­პატ­რი­ა­ცია, უკ­ვე რუ­სულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­მო­იწ­ვევს არა­ერ­თგვა­რო­ვან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ასე რომ, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევს“ (ვა­ლე­რი ძუ­ცე­ვი, Relocating Syrian Circassians to the North Caucasus Poses Problems and Opportunities for Moscow, Eurasia Daily Monitor Volume: 9 Issue: 1, http://www.jamestown.org, 03.01.2012).

 

 და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მოს­კო­ვისხელ­დას­მით“. შემ­დეგ ინ­ტერ­ვი­უ­ში იწ­ყე­ბა ფან­ტას­ტი­კუ­რი ფე­ი­ერ­ვერ­კი: „დღეს მოს­კო­ვი ვე­რა­ფერს სთა­ვა­ზობს ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ას. ამი­ტომ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ორ­მხრი­ვი ან სამ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბა (მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით) ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ. იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო, მოს­კოვ­თან შე­თან­ხმე­ბით, შე­მო­დის ამ რე­გი­ონ­ში. აქ სა­ქარ­თვე­ლო­სა და კრემ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. ორი­ვე მხა­რე სა­სი­ცოც­ხლოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სტა­ბი­ლუ­რი, არა­ექ­სტრე­მის­ტუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ით. სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ურ-ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი რო­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მო­თა­მა­შეს აძ­ლევს ხელს – და­სავ­ლეთს, თურ­ქეთს და ა.შ. – კრემ­ლის ჩათ­ვლით…. დღეს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ავ­ტო­ნო­მი­ის შე­საძ­ლო ზრდას საფ­რთხედ აღიქ­ვამს. კრემლს სხვა არ­ჩე­ვა­ნი აღარ აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ან­ტი­კავ­კა­სი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, რე­გი­ო­ნი იქ­ცა საფ­რთხედ რუ­სე­თის მთლი­ა­ნო­ბის­თვის. მოს­კო­ვი იწ­ყებს იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, რომ კავ­კა­სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის დამ­ყა­რე­ბა არ შე­უძ­ლია. რუ­სე­თი შე­საძ­ლოა და­ინ­ტე­რეს­დეს სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, რად­გან აქ მოს­კო­ვი­სა და თბი­ლი­სის ინ­ტე­რე­სე­ბი ემ­თხვე­ვა. მთა­ვა­რია, ეს და­სავ­ლეთ­მაც გა­აც­ნო­ბი­ე­როს… დღეს სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს მოს­კოვ­ზე ზე­გავ­ლე­ნის ბერ­კე­ტე­ბი, თუმ­ცა აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში. ეს არ­გუ­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა კრემლს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს წა­უ­ყე­ნო“ (იქ­ვე).

 

რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გარ­და იმი­სა, რომ ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბია და სხვა არა­ფე­რი. საყ­ვე­დუ­რი, რომ „თბი­ლისს სტრა­ტე­გია ამ მხრივ არ აქვს“, რბი­ლად რომ იქ­ვას, გა­უ­გე­ბა­რია.  შემ­დეგ კი ასე­თი ფრა­ზა გვხდე­ბა – „თბი­ლი­სი მზა­დაა აწარ­მო­ოს მო­ლა­პა­რა­კე­ბა მხო­ლოდ მოს­კოვ­თან. ამ პო­ზი­ცი­ას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც იზი­ა­რებს“, რაც, რო­გორც ჩანს, მთლად კარ­გი არ ყო­ფი­ლა.

 

ჯერ ერ­თი, თუ­კი მოს­კო­ვი თბი­ლის­მა უნ­და და­არ­წმუ­ნოს სა­კუ­თარ კე­თილ გან­ზრახ­ვებ­ში, რო­გორ უნ­და მო­ა­ხერ­ხოს ეს, თუ არა უშუ­ა­ლო დი­ა­ლო­გით; მე­ო­რე, რუ­სე­თი სრუ­ლი­ა­დაც არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კავ­კა­სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის არ­სე­ბო­ბით – ამა­ზე მეტ­ყვე­ლებს რუ­სე­თის შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი ზრდა აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში (არა­ფერს ვამ­ბობ რუ­სულ პო­ლი­ტი­კა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ორი სე­ცე­სი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტის სა­ერ­თაშ­რი­სო აღი­ი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ). რუ­სე­თი რომ და­თან­ხმდეს ბ-ნი შმუ­ლე­ვი­ჩის მი­ერ  აღ­წე­რილ სქე­მას, რაც თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან კარ­გია, მა­შინ მის­მა პო­ლი­ტე­ლი­ტამ ძირ­ფეს­ვი­ა­ნად უნ­და შეც­ვა­ლოს სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, პირ­ვე­ლი რიგ­ში, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ-ის მი­მართ იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზით, რომ კავ­კა­სია მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი გახ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ამ პრო­ცე­სებ­ზე ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა აქვს, რად­გან თა­ვად იგია ბევ­რწი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

 

 არ­ჩარ­თუ­ლო­ბა vs. ჩარ­თუ­ლო­ბა. ჩარ­თუ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა ამ­ჟა­მად გა­ყი­ნუ­ლია და ად­გილს ტკეპ­ნის. მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბ-ნი შმუ­ლე­ვი­ჩის აზ­რი ასე­თია: „სტრა­ტე­გია უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი არა მხო­ლოდ აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ზე, არა­მედ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ზეც. არ შე­იძ­ლე­ბა ეს რე­გი­ო­ნე­ბი ცალ­ცალ­კე გან­ვი­ხი­ლოთ. სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფ­ხა­ზე­თის პრობ­ლე­მის გა­დაწ­ყვე­ტა მხო­ლოდ სა­ერ­თო-კავ­კა­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კის კონ­ტექ­სტში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი“ (იქ­ვე). სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შე­ნიშ­ვნაა, რომ არა ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა – ჩარ­თუ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებს არ­ჩარ­თუ­ლო­ბის ან­ტი­პო­ლი­ტი­კა და მი­სი მთა­ვა­რი ინი­ცი­ა­ტო­რი აფ­ხა­ზე­თია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა. თუმ­ცა აქ­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია:  აფ­ხა­ზუ­რი მხა­რე, ერ­თი მხრივ, სა­კუ­თარ პრი­ო­რი­ტე­ტებს არ ცვლის და ესე­ნია: „აფ­ხა­ზე­თის ფარ­თო სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მიღ­წე­ვა; რუ­სეთ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა; აფ­ხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის უსაფ­რთხო­ე­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა“. თუმ­ცა, მის­თვის (აფ­ხა­ზუ­რი მხა­რის­თვის), „უსაფ­რთხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი ასე­ვე შე­ი­ცავს თბი­ლის­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კით­ხებს“. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმულს, მეტ-ნაკ­ლე­ბად (და უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში), ნა­თელს ფენს ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის გან­ცხა­დე­ბა: „ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აფ­ხა­ზე­თის მაც­ხოვ­რებ­ლე­ბის ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად მათ ქარ­თუ­ლი სტა­ტუს-ნე­იტ­რა­ლუ­რი სამ­გზავ­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის აღე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ, „და­ტო­ვე­ბენ აფ­ხა­ზეთს“ (სი­ვილ ჯორ­ჯია, აფ­ხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ახა­ლი მო­ად­გი­ლე: მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი „ფარ­თო სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბაა“, http://www.civil.ge, 23.01.2012).  

 

 მი­ნა­წე­რი. თა­ვის­თა­ვად, თე­მე­ბი რომ­ლე­ბიც ბ-მა აბ­რა­ამ შმუ­ლე­ვიჩ­მა წა­მოს­წია, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწ­ყვე­ტის გზე­ბი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­და­ვოს წარ­მო­ად­გენს. მთა­ვა­რი კი ისაა, რომ თა­ვად ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს გა­სა­აზ­რე­ბე­ლი, თუ რა სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე დგას სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის ორ სე­ცე­სი­ურ სუ­ბი­ექ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა­ში. და ეს უზო­მო სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რის ფონ­ზე.

 

ნამ­დვი­ლად არ მაქვს სურ­ვი­ლი ვი­სა­უბ­რო ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მო­საქ­მი­ა­ნე იმ პერ­სო­ნე­ბის და­რად, რომ­ლე­ბიც საყ­ვე­დუ­რო­ბენ ყვე­ლას (სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და) ყვე­ლა­ფერს და „იდუ­მა­ლი ხმით“ ამ­ცნო­ბენ ხოლ­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თით­ქოს­და მათ და­ნამ­დვი­ლე­ბით იცი­ან, რო­გორ უნ­და მოგ­ვარ­დეს აფ­ხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის პრობ­ლე­მე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, და­ლაგ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რუ­სეთ­თან. რე­ა­ლუ­რად კი, სწო­რედ ასე­თი ადა­მა­ი­ა­ნე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი „ზე­პირ­სიტ­ყვი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სო­ბით“ (შე­ნიშ­ვნა ყვე­ლა რან­გი­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კოსს ეხე­ბა). რო­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის დრო მო­დის, თავს მრა­ვალ­მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იკა­ვე­ბენ.

 

რო­გორც მი­მო­ხი­ლუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან ჩანს, გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი აზ­რი (ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბილ კავ­კა­სი­ა­ში) სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ-სის­ტე­მუ­რი აგე­ბუ­ლე­ბის ორი შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტი­დან – აფ­ხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ სა­ქარ­თე­ლო-აფ­ხა­ზე­თი – უპი­რა­ტე­სო­ბას მე­ო­რეს ანი­ჭე­ბენ (იგი­ვე ვი­თა­რე­ბაა სამ­ხრეთ ოსეთ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც). გა­მო­ი­ჩენს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი სი­თა­მა­მეს და გა­დაწ­ყვე­ტით იტ­ყვის, რა ნა­ბი­ჯი უნ­და გა­და­იდ­გას? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვე­რა!

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...