planetanews Posted January 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2012 17:06 29.01.2012მედია–კავშირი „ობიექტივი“ გმობს 28 იანვარს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის 6 წლის თავზე, აქციის დაშლის დროს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტებას, რაც პირველ რიგში გამოიხატა ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლითა და ზეწოლით. ასევე ვგმობთ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაპატიმრებას და მათთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას. http://4.bp.blogspot.com/-z5CsVeLqeI0/TyV73rja92I/AAAAAAAAGEo/wnLkFg75syo/s200/obieqtivi.gifპოლიციელებმა და სამოქალაქო ფორმიანმა სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებს და ცდილობდნენ მათთვის გადამღები აპარატურა დაეზიანებინათ. თავდასხმის ობიექტი გახდა მედია–კავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. მიუხედავად ილია ჩაჩიბაიას განმარტებისა, რომ იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მაინც დააკავეს, გადაღებული ვიდეომასალა წაუშალეს და თავისუფლების რამდენიმესაათიანი აღკვეთის შემდეგ საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანიდან გადმოსვეს. ჟურნალისტებისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლასა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე ევროპაში მყოფი მედია–კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერი დავით თარხან–მოურავი ინფორმაციას მიაწვდიან – ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას, ორგანიზაციას "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ბრიუსელში და სხვა გავლენიან უფლებადამცველ ორგანიზაციებს. მედია–კავშირმა "ობიექტივმა" მათ უკვე მიაწოდა ფოტო, ვიდეო და აუდიომასალა და მაღალი დონის შეხვედრების დროს ევროპელ პოლიტიკოსებს და უფლებადამცველებს პირადად გადასცემენ. ამჯერად ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ იმ პოლიტიკოსებსა და უფლებადამცველებს, ვისთანაც გაიმართება ეს შეხვედები, რადგან ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუშალოს მედია–კავშირ "ობიექტივისა" და "წინააღმდეგობის მოძრაობის" ხელმძღვანელებს ვიზიტის დაგეგმვასა და შეხვედრების გამართვაში. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts