Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- 84 წლის პენსიონერი: დამიცავით, ზაზა გოროზიას ჩემი მოკვლა უნდა


Recommended Posts

ავტორი თამუნა მაისაშვილი

20:06 29.01.2012

მიხეილ სააკაშვილის მიერ, 2007 წელს გაჟღერებული ინიციატივის მიხედვით, ყველა მსურველს სახელმწიფოსგან იაფი კრედიტი აღების შსაძლებლობა მიეცა. 2008 წელს, პრეზიდენტის დახმარებით, იაფი კრედიტის ბანკიდან ეთერ ცხადაიამ სესხი აიღო და სამეწარმეო საქმიანობა წამოიწყო. ცახადიას ბიზნეს იდეა მაშინ ქვეყნის პირველმა პირმა მოიწონა და ეკონომიკის მინისტრს მისთვის, საწყის ეტაპზე 180.000 ლარის გამოყოფა დაავალა.

 

http://2.bp.blogspot.com/-0NBf4L2KxZU/TyV4vNP-nTI/AAAAAAAAGEc/Iha68_-3r0o/s200/qrtami.jpgცხადაიამ სოფელ რუხში ფერმის მშენებლობა მალევე წამოიწყო, შეიძინა ავტომანქანა, რომელიც საწარმოს საქმეებისთვის იყო საჭირო. წინასწარი გათვლით, მეფრინველეობის ფერმაში სულ 60 ადამიანი დასაქმდებოდა. მიუხედავად დიდი გეგმებისა ცხადაიას დაფინანსება აღარ გაუგრძელეს, დაპირებული თანხის მეორე ნაწილი, რომლითაც ფერმის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო და საწარემო ამუშავებულიყო, ბიზნესმენს ანგარიშზე არ ჩაურიცხეს. მოგვიანებით ეთერ ცხადაიაზე ზეწოლა დაიწყო. 84 წლის ქალბატონს დაუყადაღეს საკუთარი სახლი და 5600 ლარად გაუყიდეს მანქანა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 8500 დოლარს შეადგენს.

 

ცხადაიას მცდელობა წამოეწყო ბიზნესი, სახელმწიფოს წინაშე – 200 000 ლარიანი დავალიანებით დასრულდა. ნახევრად აშენებული ფერმის შენობა ხელისუფლებამ აუქციონზე გაიტანა. მოხუცმა დახმარების იმედით ბევრს სტრუქტურას და პოლიტიკოსს მიმართა – რეაგირება არავის მოუხდენია.

 

ეთერ ცხადაია: – „დამხმარე არავინ მყავს და ჩვენ ქვეყანაში კანონი ყველასთვის არა კანონობს. ჩემით თუ აღვადგენ სამართლიანობას! ზუსტად ვერ გეტყვით რას ვაპირებ. მხოლოდ ის ვიცი, რომ არ დავნებდები. ჩემი ნათესავებიც კი დააშინეს, აღარც კი მირეკავს ზოგიერთი. დაყადაღებულ სახლში ვცხოვრობ და აქედან წასვლას არსად არ ვაპირებ. ვიმეორებ, სხვისი დახმარების იმედია აღარ ამქვს. დიდი ხნის განმავლობაში მოვითხოვდი ჩაერიცხათ ჩემთვის დაპირებული თანხის მეორე ნაწილი – საქმე რომ დამესრულებინა. სააკაშვილი სულ 400 000 ლარს დამპირდა...

 

სამეგრელოს იმჟამინდელი გუბერნატორის ზაზა გოროზიას დავალებით ორჯერ გამიტაცეს. გოროზია კრიმინალმა წილი მომთხოვა, უარი რომ ვუთხარი ზეწოლაზე გადმოვიდა. სწორედ მისი დამსახურებაა მთელი უბედურება, რომელიც თავს დამატყდა... წელიწადზე მეტი გავიდა და ახლაც მტკივა ხელები. ფიზიკური შეურაცცხყოფა არაერთხელ მომაყენეს. ორჯერ გამიტაცეს.

 

უკვე მივმართე ამერიკის საელჩოს პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით. საკონსულოდან პასუხის მოლოდინში ვარ. საქართველოში გაჩერება შეუძლებელია, მე და ჩემს ახლობლებს მოკვლით გვემუქრებიან. დამიცავით, ზაზა გოროზიას ჩემი მოკვლა უნდა“.

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-6542685583268362480?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...