Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- სამართალდამცველებმა დღეს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია გაათავისუფლეს


Recommended Posts

20:06 28.01.2012

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე, სანდრო გირგვლიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია უკვე გაათავისუფლეს.

 

http://4.bp.blogspot.com/-3_6K9vWuyqk/TyQiZezkyxI/AAAAAAAAGEQ/oR0ajoo7SAE/s200/ilia_chachibaia.jpgროგორც "პირWელს" თავად ჩაჩიბაიამ განუცხადა, იგი პოლიციელებმა შსს-ს მთავარ სამმართველოსთან მანქანიდან ჩამოსვეს და გააფრთხილეს, რომ "მათზე ცუდი არ დაწეროს".

 

"მე, როგორც მედიაკავშირ "ობიექტივის" ჟურნალისტი, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. სანამ ჩართვისთვის დამირეკავდნენ, მიმდინარე პროცესებს ტელეფონით ვიღებდი, რის გამოც პოლიციამ ჩემი მანქანაში ჩასმა მოინდომა. ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩამსვეს. მე, როგორც ჟურნალისტმა, მოქალაქემ და უფლებადამცველმა ახალგაზრდების დაკავება გავაპროტესტე. მანქანაში მეუბნებოდნენ, "ახლა შენმა ოპოზიციამ და ივანიშვილმა გიშველონო". მერე ტელეფონი შემიმოწმეს, წამიშალეს აქციაზე გადაღებული ვიდეო, სამმართველოსთან ჩამომსვეს და გამაფრთხილეს, რომ მათზე ცუდი არ დამეწერა", - განუცხადა "პირWელს" ჩაჩიბაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე, სანდრო გიგრგვლიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაზე ახალგაზრდული ორგანიზაციების ათამდე აქტივისტი დააკავეს.

 

როგორც "პირWელს" მოძრაობა "არას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ჩიტაძემ განუცხადა, დაკავებულები არიან ჯაბა ჯიშკარიანი, ირაკლი ბერაია, დავით ფაცაცია, ზაზა სვანაძე, კობა ცერცვაძე, მიხეილ მუმლაძე და ილია წურწუმია.

 

"პირWელი"

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-2587960631423611529?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...