Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გირგვლიანის მკვლელობის გამო გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს


Recommended Posts

გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომელიც პარლამენტთან "წინააღმდეგობის მოძრაობის" ორგანიზებით გაიმართა, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს.

 

დაკავებულები არიან: ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია, „სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი, რეჟისორი ზაზა სვანაძე და „ობიექტივის“ ერთ–ერთი წამყვანი მიშა მუმლაძე. დაკავებულთა ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

 

დღესვე გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა რუსთაველის ძეგლთან, თუმცა აღნიშნულმა აქციამ, მისი ერთ–ერთი ორგანიზატორის, "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის, ლაშა  ჩხარტიშვილის თქმით, ექსცესების გარეშე ჩაიარა.

 

სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღესვე, 19:00 საათზე, "შარდენ ბართან" შეიკრიბებიან და ექვსი წლის წინ მომხდარ მკვლელობას გააპროტესტებენ.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...