Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - 65% მხარს უჭერს "ნაციონალურ მოძრაობას", 25% – "ქართულ ოცნებას"


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=6074

 

მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 79%, ხოლო უარყოფითად – 18%. ასეთია Greenberg Quinlan Rosner Research-ის მიერ საქართველოში მიმდინარე წლის 11–16 იანვარს ჩატარებული კვლევის შედეგები.

 

კვლევის შედეგებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქვეყნებს. კვლევის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხა 1200 ადამიანი, ასევე, გამოკითხვა ჩატარდა 6 ფოკუს–ჯგუფთან (48 მონაწილე) თბილისში, ქუთაისსა და თელავში.

 

კვლევის შედეგები ასეთია:

 

65% მხარს უჭერს "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო 25% – "ქართულ ოცნებას". ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების რაოდენობა 33%–ს შეადგენს.

 

გამიკითხულთა 68%–ს სურს, რომ საქართველომ სააკაშვილის მიერ აღებული კურსით გააგრძელოს განვითარება.

 

სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, საქმიანობის შეფასება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ასეთია: 83% დადებითად აფასებს ურთიერთობას აშშ–თან, ევროკავშირთან და დასავლეთთან; 78% – საქართველოს ნატოსთან დაახლოებას, 62% – ეკონომიკის წინსვლას. გამოკითხულთა 33% აფასებს უარყოფითად სააკაშვილის მიერ საარჩევნო დაპირებების შესრულებას, 34% უკმაყოფილოა მისი საქმიანობით რეგიონებში ცხოვრების პირობების გასაუმჯობესელად.

 

გამოკითხულთა 63 პროცენტისთვის პუტინის რუსეთი წარმოადგენს რეალურ საფრთხეს საქართველოსთვის.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...