Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - აქციის დროს დაკავებულთა საქმეს დღესვე განიხილავს სასამართლო


Recommended Posts

პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს დაკავებული ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.

 

"საპატრულო მანქანა წავიდა გაურკვეველი მიმართულებით, არ ვიცოდი, სად მივყავდი, ვუთხარი, რომ ვიყავი ჟურნალისტი და ხელს მიშლიდნენ საქმიანობაში. დახლოებით 1–1.5 საათის განმავლობაში ამ მანქანით დავყავდი საპატრულო პოლიციას. ახლა გიშველოს შენმა რადიომ და ოპოზიციამ – მეუბნებოდნენ გზაში ცინიკურად," – აცხადებს ილია ჩაჩიბაია.

 

ამ დროისთვის კვლავაც დაკავებულნი არიან აქციის მონაწილეები: ზაზა სვანაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, მიშა მუმლაძე, დავით ფაცაცია, ირაკლი ბერაია და კობა ცერცვაძე.

 

ისინი გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომელიც პარლამენტთან "წინააღმდეგობის მოძრაობის" ორგანიზებით გაიმართა, დააკავეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს.

 

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს დღესვე განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...