Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სასამართლოში აქციის დროს დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს


Recommended Posts

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს დღეს, პარლამენტის წინ აქციის დროს დაკავებულთა პროცესი.

 

მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით, ერთ–ერთ დაკავებულ ილია წურწუმიას დაეკისრა ფულადი ჯარიმა – 400 ლარის ოდენობით. მოსამართლის თანაშემწის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სხვა დაკავებულების პროცესი.

 

დაკავებულნი არიან აქციის მონაწილეები: ზაზა სვანაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, მიშა მუმლაძე, დავით ფაცაცია, ირაკლი ბერაია და კობა ცერცვაძე.

 

ისინი გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომელიც პარლამენტთან "წინააღმდეგობის მოძრაობის" ორგანიზებით გაიმართა, დააკავეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს.

 

დაკავებულებს ბრალად ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) და 173-ე მუხლის (პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) დარღვევა. აღნიშნული მუხლები ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...