planetanews Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 "ასეთი ძალადობა სამართალდამცველების მხრიდან არაფრით არის გამართლებული და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სამდივნო აქვეყნებს. განცხადება ეხმაურება დღეს, პარლამენტთან სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანის დაკავებას. "კატეგორიულად ვგმობთ დღეს რუსთველის გამზირზე ახალგაზრდების - დავით ფაცაციას, ჯაბა ჯიშკარიანის და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეების დაკავებას... კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომლებს: ემსახურონ კანონს და არა მმართველ ძალას! ჩვენი მხრივ კი, ვაცხადებთ, რომ ეს ფაქტი არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე და ხელისუფლებას ყველა უკანონობაზე მოუწევს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისგება", – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრეს–სამდივნოს განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts