Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ამერიკულმა კომპანიამ Greenberg Quinlan Rosner Research “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით კვლევა ჩაატარა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/2adc.jpgამერიკულმა კომპანიამ Greenberg Quinlan Rosner Research “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით 2012 წლის იანვარში პოლიტიკური კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კვლევა 2012 წლის 11-16 იანვარს ჩატარდა და მის ფარგლებში 1200 პირისპირი ინტერვიუ შედგა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთაგან 669 საპარლამენტო “სავარაუდო” ამომრჩეველია (56% აქტივობა).

რესპონდენტებს ჰკითხეს, “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?”

იმ ამორჩეველებში, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, პასუხები ასე გადანაწილდა – “ნაციონალური მოძრაობა – 65%, “ქართული ოცნება” – 25%, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” – 4%, “ლეიბორისტები” – 1%, “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები-ალასანია” – 1%, “რესპუბლიკელები” – 1%, “ეროვნული ფორუმი”, “კონსერვატორები”, “სახალხო პარტია”, “მრეწველები” და “დემოკრატიული მოძრაობა” – 0%.

ასევე დაისვა კითხვა – “დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, როგორია თქვენი მასში მონაწილეობის ალბათობა”. 79%-ის პასუხია – “თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ”, 11%-ის პასუხი – “50/50-ზე”, 10%-ის პასუხი – “ალბათ არ მივიღებ.”

ცდომილება მთელი ქვეყნის მასშტაბით +/- 2.8%, თბილისის მასშტაბით +/- 5.6% შეადგენს. ამასთან, “სავარაუდო” ამომრჩევლების ცდომილება მთელი ქვეყნის მასშტაბით +/- 3.8%-ია. კვლევის ფარგლებში 6 ფოკუს ჯგუფი თბილისში, ქუთაისსა და თელავში 17-19 იანვარს მუშაობდა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...