Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთაველის ძეგლთან საპროტესტო აქცია გაიმართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/images49.jpegსანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთაველის ძეგლთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციას სხვა და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და უფლებადამცველები შეუერთდნენ.

 

კონსერვატიული პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ 6 წლის განმავლობაში შეძლო მხოლოდ ის, რომ ხელისუფლება ქუჩაში ხალხს აღარ კლავს, თუმცა გირგვლიანისა და სხვა უდანაშაულოდ დახოცილი ახალგაზრდების მკვლელები, კვლავ დაუსჯელნი არიან.

 

როგორც „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო მანჯავიძემ განაცხადა, ხელისუფლების მმართველობის დასასრულებლად, დღევანდელმა აქციამ მასობრივი, მშვიდობიანი პროტესტის სახე უნდა მიიღოს.

 

„ სამწუხაროდ, საზოგადოების აქტიურობამ შედეგი ვერ გამოიღო და მკვლელები ისევ დაუსჯელნი არიან. დღევანდელი აქციით გვინდა შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ არ დაგვვიწყნია მათ მიერ ჩადენილი უსამართლობა. საჭიროა უფრო მეტი ადამიანი დავდგეთ ერთად. პირობას ვაძლევთ ხელისუფლებას, რომ თავს შევაკლავთ უსამართლობას“,- განაცხადა მანჯავიძემ.

 

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარებული აქციის ორგანიზატორები წინააღმდეგობის მოძრაობა და „ობიექტივი“ იყვნენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...