planetanews Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/81-300x2051.jpgკატეგორიულად ვგმობთ დღეს რუსთველის გამზირზე ახალგაზრდების – დავით ფაცაციას, ჯაბა ჯიშკარიანის და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეების დაკავებას.გამოქვეყნებული ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს არ დაურღვევიათ საზოგადოებრივი წესრიგი, არ შეუფერხებიათ მოძრაობა და მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო. პირიქით, ვიდეომასალიდან გარკვევით ჩანს, რომ ძალადობა მოხდა სწორედ პოლიციის მხრიდან, როდესაც მათ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს აქციის მონაწილეთა დაკავება.ასეთი ძალადობა სამართალდამცველების მხრიდან არაფრით არის გამართლებული და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას – გამოხატვის თავისუფლებას.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომლებს: ემსახურონ კანონს და არა მმართველ ძალას! ჩვენი მხრივ კი, ვაცხადებთ, რომ ეს ფაქტი არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე და ხელისუფლებას ყველა უკანონობაზე მოუწევს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისგება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts