Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კომპანია Greenberg Quinlan Rosner Research –ის მსხვილი დამკვეთები მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა 2008 წლიდან არიან


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/grenberg.jpgExclusive-კომპანია რომელმაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით კვლევა ჩაატარა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ქალაქის მერ გიგი უგულავასთან 2008 წლიდან პარტნიორობს. ამის შესახებ ამირიკული კომპანია Greenberg Quinlan Rosner Research –ს  ვებ გვერდზეა მითითებული. (http://www.greenbergresearch.com/index.php?ID=109) ვებ გვერდზე გავრცელებულ რამდენიმე პრესრელიზში მითითებულია, რომ საქართველო ორგანიზაციის მსხვილი დამკვეთია. ხელისუფლება კომპანიას ფულს უხდის როგორც საკონსულტაციო ასევე კვლევითი მომსახურებისთვის. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობა“  Greenberg Quinlan Rosner Research –ს  ცალ–ცალკე უკვეთავენ კვლევებს.

კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი გრინბერგ კუინლან როზნერი და ვიცე– პრეზიდენტი ჯერემი როზნერი ჯგუფთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. (http://www.greenbergresearch.com/index.php?ID=2123) პრესრელიზში ნათქვამია, რომ 2008 წელს ჩატარებული არჩევნები იყო ყველაზე დემოკრატიული. კომპანია, ასევე დასძენს რომ რეფორმები რომელიც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გაატარა, სანიმუშოა არა მარტო ევროპული ქვეყნებისთვის.

კომპანიის საიტზე არაა მითითებული თანხა, თუ რამდენს უხდის საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია,  Greenberg Quinlan Rosner Research –ს ერთ კვლევაში ან საკონსულტაციო მომსახურებაში.

 

ამერიკულმა კომპანიამ Greenberg Quinlan Rosner Research  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით 2012 წლის იანვარში პოლიტიკური კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კვლევა 2012 წლის 11-16 იანვარს ჩატარდა და მის ფარგლებში 1200 პირისპირი ინტერვიუ შედგა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთაგან 669 საპარლამენტო “სავარაუდო” ამომრჩეველია (56% აქტივობა).

რესპონდენტებს ჰკითხეს, “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?”

იმ ამორჩეველებში, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, პასუხები ასე გადანაწილდა – “ნაციონალური მოძრაობა – 65%, “ქართული ოცნება” – 25%, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” – 4%, “ლეიბორისტები” – 1%, “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები-ალასანია” – 1%, “რესპუბლიკელები” – 1%, “ეროვნული ფორუმი”, “კონსერვატორები”, “სახალხო პარტია”, “მრეწველები” და “დემოკრატიული მოძრაობა” – 0%.

ასევე დაისვა კითხვა – “დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, როგორია თქვენი მასში მონაწილეობის ალბათობა”. 79%-ის პასუხია – “თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ”, 11%-ის პასუხი – “50/50-ზე”, 10%-ის პასუხი – “ალბათ არ მივიღებ.”

ცდომილება მთელი ქვეყნის მასშტაბით +/- 2.8%, თბილისის მასშტაბით +/- 5.6% შეადგენს. ამასთან, “სავარაუდო” ამომრჩევლების ცდომილება მთელი ქვეყნის მასშტაბით +/- 3.8%-ია. კვლევის ფარგლებში 6 ფოკუს ჯგუფი თბილისში, ქუთაისსა და თელავში 17-19 იანვარს მუშაობდა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...