Jump to content
Planeta.Ge

ერორი- `გრინბერგ ქუინლან როზნერის` კვლევა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/01_12/59823.jpgამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ საქართველოში მორიგი კვლევა ჩაატარა. "გრინბერგ ქუინლან როზნერის" 2012 წლის პირველი გამოკითხვის შედეგები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

მოსახეობის ინტერესი, პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მიმართ, "გრინბერგ ქვინლან როზნერის" კვლევის შედეგების მიხედვით, არჩევნების მოახლოებასთნ ერთად იზრდება. ბოლო თვეების განმავლობაში, ამ მაჩვენებელმა 13 –ით მოიმატა და 79-ს მიაღწია.

 

პოლიტიკისადმი გაზრდილი ინტერესის პარალელურად, შემცირებულია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის საერთო რაოდენობა. თუ 2011 წლის სექტემბერ–ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 35 პროცენტს აღწევდა, ახლა 33 პროცენტია.

 

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის გამოკითხვა პარტიულ რეიტინგებსაც ეხება. კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - პასუხები ასე გადანაწილდა:

 

"ერთიანი ნაცონალური მოძრაობა"– 65 %,

"ქართული ოცნება" – 25 %

"ქრისტიან–დემოკრატები" – 4%

"ლეიბორისტები", "ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" - თითო-თითო პროცენტი.

 

ნულს უტოლდება დანარჩენი ოპოზიციური პარტიების "ეროვნული ფორუმის", "კონსერვატორების", "სახალხო პარტიის", "მრეწველებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" რეიტინგი.

 

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, საკუთარ რეიტინგზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. "ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა" ერთადერთი აღმოჩნდა ოპოზიციური პარტიებიდან, ვინც ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის შედეგებს გამოეხმაურა და ასევე ერთადერთი იმ პარტიებიდან, ვინც ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების გამოჩენის შემდეგ, ოპოზიციაში, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი შეინარჩუნა.

 

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი, ამერიკული ორგანიზაციის კვლევების შედეგებში კიდევ რამდენიმე შეკითხვის დროს მოხვდა. გსურთ თუ არა საქართველომ სააკაშვილის მიერ აღებული კურსით გაარძელოს განვითარება, დადებითად 68 პროცენტი პასუხობს, უარყოფითად - 27. ინტერვიუერები პრეზიდენტის საქმიანობასაც აფასებენ: დადებითად - 79, უარყოფითდ კი 18 პროცენტი.

 

"გრინბერგ, ქვინლან, როზნერის" კვლევა საგარეო საფრთხეებსაც ეხება. გამოკითხულთა უმრავლესობა, 63 პროცენტი კვლავ მიიჩნევს, რომ მთავარი საფრთხე საქართველოსთვის პუტინის რუსეთია.

 

ამერიკული ორგანიზაციის კვლევა, 2012 წლის დასაწყისში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 1200 რესპოდენტი გამოიკითხა. ცდომილება შეკითხვის თემატიკიდან გამომდინარე, 3–დან 6 პროცენტამდე მერყეობს.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...