Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ვემეციის კომისიის ზელმძღვანელის განცხადება


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/01_12/59824.jpgთომას მარკეტი ერთ–ერთ ქართულ საინფორმაციო სააგენტოს მისი გამონათქვამის დამახინჯებაში ადანაშაულებს. ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ "ინტერპრესნიუსმა" მისი კომენტარის კონტექსტი შეცვალა და, შესაბამისად, მცდარი დასკვნები გამოიტანა.

 

მისი განცხადების ქართულად არასწორედ თარგნის გამო, ვენეციის კომისიის ხელმღვანელს დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუხდა. თომას მარკერტს იმის ახსნა დასჭირდა, რომ 2 დღის წინ ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხი არასწორედ გაიგეს. სააგენტოს რედაქტორი დღეს შეცდომას აღიარებს და აცხადებს რომ ტექნიკური ხარვეზი თარგმანის დროს დაშვებულმა უზუსტობამ გამოიწვია.

 

განმარტებების გაკეთება კი თომას მარკერტს იმ განცხადებების გამო დასჭირდა, რაც მის შცდომით ნათარგმნ ინტერვიუს მოჰყვა. დღეს სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ვენეციის კომისიის ეს განმარტება გააქვეყნა.

 

"დიახ, მე მიმაჩნია ეს ნორმალურად, რადგან პარლამენტი არის სუვერენული საკანონმდებლო ორგანო და პარლამენტი იმისათვის არაა, რომ მხოლოდ იმპლემენტაცია გაუკეთოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ასე რომ, ჩვენ ამასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს;

 

”მართალია, მე გამოვიყენე სიტყვა შეზღუდვა ფინანსურ სფეროში. რაც შეეხება შეზღუდვებს ფინანსურ სფეროში, ის შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ისევე ნეგატიური. რა თქმა უნდა, თუ ვიგულისხმებთ პოლიტიკური პარტიების შეზღუდვას, ეს ნეგატიურია, მაგრამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეზღუდვა შეიძლება იყოს დადებითი, ის ასევე შეიძლება იყოს გადამეტებული, მაგრამ მოდით დავაზუსტოთ, რომ სიტყვას "შეზღუდვა", მე ასევე დავამატე (26

იანვრის ინტერვიუს დროს) წინადადება, რომ ეს შეიძლება იყოს როგორც კარგი, ასევე ცუდი. ასე რომ, ეს სიტყვა "შეზღუდვა" - არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ნეგატიური”.

 

პოლიტიკუირ პარტიების დაფინანსების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტმა კანონი გასული წლის ბოლოს მიიღო. საბოლოო ვარიანტი უკვე გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში და მათი საბოლოო შეფასება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...