mtidan Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 მმართველი გუნდის წარმომადგენლები დიტერ ბოდენის საქართველოში ვიზიტის თაობაზე ინფორმირებულები არ არიან20:02 28.01.2012 [პირველი] მმართველი გუნდის წარმომადგენლები ცნობილი გერმანელი დიპლომატის, ეუთო-სა და გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში დიტერ ბოდენის საქართველოში ვიზიტის თაობაზე ინფორმირებულები არ არიან. ასეთი პასუხი გასცეს "პირWელს" მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა ნუგზარ წიკლაურმა, პავლე კუბლაშვილმა და შოთა მალაშხიამ. აღსანშნავია, რომ დიტერ ბოდენი დღეს თბილისში სოხუმიდან ჩამოვიდა და საღამოს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. როგორც "პირWელს" ივანიშვილის პრეს-სამდივნოდან აცნობეს, შეხვედრას ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე ესწრებოდა. შეხვედრის სხვა დეტალები მოგვიანებით ოფიციალურად გახდება ცნობილი. მანამდე ბოდენი სოხუმში იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. http://www.presage.tv/?m=news&NID=24903 საინტერესოა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 ოჰო...იგნორირებული ხელისუფლება??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 mtidanკი machkatelaოჰო...იგნორირებული ხელისუფლება???მეც გამიკვირდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 mtidanმმართველი გუნდის წარმომადგენლები დიტერ ბოდენის საქართველოში ვიზიტის თაობაზე ინფორმირებულები არ არიანკაი კაცო თქვა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 არ მომწონს მე ეს ამბე ჩვენმა ევროპელმა თანაფორუმელმა ხომ ყველანი გაგვაფრთხილა, რომ ძალიან საიმედო წყაროდან (ალბათ კრემლის მეორე სართულიდან) იცის, რომ ბიძინა კრემლის კაცია. აბა რად უნდოდა დიტერ ბოდენს კრემლის კაცთან შეხვედრა? არ არის კარგი როცა ერთი ევროპელი მეორე ევროპელს არ უგდებს ყურს. აბა რა უნდა ვიფიქროთ ევროპელებზე? ხოო, ეს ამერიკელი ელჩი რომ ხვდება ბიძინას, ისიც არ იქცევა კარგათ. მაგრამ ის ხომ ევროპელი არ არის! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 ოჰო...იგნორირებული ხელისუფლება???უფრო მეტიც. წაიკითხეთ The Washington Post-ი რეებს წერს: „სააკაშვილმა ვერ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი“, - ამის შესახებ კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სწავლობს, The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. დე ვაალი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს შანსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მაგალითი შექმნას და პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ პოლიტიკიდან წავიდეს, ხოლო, სხვა შემთხვევაში - „ვაშინგტონს ეყოლება პრობლემური პარტნიორი საქართველოში“. „ყველაზე რთული საგარეო პოლიტიკური გამოწვევა არაპროგნოზრებად მოკავშირესთან ურთიერთობაა, რომელსაც როგორც ზიანის, ასევე სიკეთის მოტანა შეუძლია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ კატეგორიას ეკუთვნის. სააკაშვილი ხელმძღვანელობს ახალგაზრდა, ენერგიულ, დასავლეთში განათლებამიღებულ მთავრობას, რომელსაც წვლილი შეაქვს ავღანეთის სამოკავშირეო ოპერაციაში და გაატარა რამდენიმე შესანიშნავი რეფორმა. საქართველოს მიერ საჯარო სექტორში, მათ შორის, პოლიციასა და უნივერსიტეტებში კორუფციის დამარცხებით პოსტსაბჭოთა მეზობლებს შესანიშნავი მაგალითი მისცა... 2008-ში მან შერჩევითი ინტერპრეტაცია მოახდინა ვაშინგტონიდან მომავალი მესიჯის, რომ მას ჰქონდა აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა, თუმცა თავი შორს უნდა დაეჭირა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის განდგომილი რეგიონების გამო მოსკოვთან კონფრონტაციისგან. თუმცა, მა საქართველოს რუსეთთან კატასტროფულ და წაგებისთვის განწირულ ომში უხელმძღვანელა. როცა დასავლელი მოკავშირეები გასაგები მიზეზების გამო არ ჩაერივნენ ბრძოლაში, სააკაშვილმა ეს ღალატად მიიჩნია. 2008 წლის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტს არ იღებდნენ მაღალი დონის შეხვედრებზე დასავლურ დედაქალაქებში. თუმცა, იგი საშინაო და საგარეო ასპარეზზე საკუთარი იმიჯის აღსადგენად აქტიურად მუშაობდა. მიმდინარე კვირას მას მიიღებენ ოვალურ კაბინეტში და დააფასებენ საქართველოს მიღწეულ შეთანხმებას მოსკოვთან, როცა მოხსნა მისი ვეტოს უფლება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე“, - აღნიშნავს დე ვაალი. დე ვაალის აზრით, პრეზიდენტ ობამასთვის თეთრი სახლის შეხვედრა არის შესაძლებლობა, რომ მიხეილ სააკაშვილი წაახალისოს, რათა პასუხისმგებლობით მოიქცეს მიმდინარე წელს, საქართველოსთვის გარდამავალ ეტაპზე. „სააკაშვილის საქართველო დახასიათება შეიძლება როგორ „არარუსეთად“, ასევე „ანტირუსეთად“. „არარუსეთი“ ეხება ქვეყნის მიერ საჯარო სექტორში გატარებლ რეფორმებს, ბოლო პერიოდში მიღებული კანონი რელიგიური გაერთიანებების შესახებ... „ანტირუსეთი“ ნიშნავს ქცევას, რომელიც ძალიან ჰგავს ვლადიმერ პუტინისა და მის მმართველობას... ასეთი ქცევა მოიცავს მგზნებარე რიტორიკას რუსეთთან მიმართებაში (გასულ წელს სააკაშვილმა საქართველო „ცივილიზაციად“, ხოლო რუსები „ბარბაროსებად“ მონათლა) და ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირებას. დღეს საქართველო ისევე, როგორც რუსეთი ძირითადად არის ერთპარტიული სახელმწიფო, სადაც მცირე ჯგუფი აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს, ყველა რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებას და სამ ნაციონალურ ტელეარხს. მართლმსაჯულება არ არის თავისუფალი. კორუფციისა და კრიმინალის წინააღმდეგ საქართველოს კამპანიის ცუდი მხარე ის არის, რომ ამან მნიშვნელონად გაზარადა პოლიციის ძალაუფლება. ქვეყნის ციხეები სავსეა ისეთი პატიმრებით, რომლებიც იქ არ უნდა იყვნენ. 2011 წელს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იყო. დღემდე საქართველოს მმართველ ელიტას არ ჰყავდა სერიოზული ოპოზიცია და ასე მიდიოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე. გასულ წელს, იგი აღმოჩნდა მოულოდნელი გამოწვევის წინაშე, როცა პოპულარული ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩაერთო. მისმა ქმედებამ ქართველთა მნიშვნელოვანი სეგმენტის მობილიზაცია გამოიწვია“, - წერს დე ვაალი. მისი აზრით, ივანიშვილს ჩართვაზე ხელისუფლების რეაქცია არადემოკრატიული იყო და იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა ეს ტესტი. „სახელმწიფო მედიამ ივანიშვილი რუსეთის აგენტად წარმოაჩინა, რაც სიმართლეს არ ჰგავს, თუნდაც იმიტომ, რომ მან მოკავშირედ საქართველოს ყველაზე პროდასავლურად მოაზროვნე პოლიტიკოსები აირჩია. (ეს მამაძაღლიც არ ეთანხმება ჩვენ ევროპელ ფორუმელს! ) სააკაშვილმა ვერ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი. ცოტა ხანში კიდევ უფრო დიდი ტესტის წინაშე აღმოჩნდება. 2004 წელს სააკაშვილმა შეცვალა საქართველოს კონსტიტუცია და გააძლიერა აღმასრულებელი ძალაუფლება. გასულ წელს, მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების მოახლოებასთან ერთად, სააკაშვილმა კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა კანონში, რითაც მისი პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის. როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ არსებობს ვარაუდი, რომ სააკაშვილი „პუტინის მიბაძვას“ ცდილობს და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას აპირებს. საქართველოს ელიტა არის მოდერნული და არა - დემოკრატი. ისინი ხშირად ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ მეტი დემოკრატიის დაშვება, რადგან ეს რეფორმების შეჩერებას გამოიწვევს, ანუ თუ ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა მოიპოვეს ძალაუფლება საქართველო უკან დაიხევს... ეს არის საქართველოს მორიგი დიდი ტესტი. თუ სააკაშვილი სცენის დატოვებას პატივით შეძლებს, როცა მისი ვადა დასრულდება, რითაც საქართველოში უფრო მეტად პლურალისტული პოლიტიკური გარემოს გაჩენის საშუალება შეიქმნება, იგი შექმნის მაგალითს დანარჩენი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. თუ ეს ასე არ მოხდა, ვაშინგტონს ეყოლება პრობლემური პარტნიორი საქართველოში“, - წერს დე ვაალი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.