Jump to content
Planeta.Ge

ყურადღება! რეისი თბილისი-მოსკოვი …


Recommended Posts

ტე­რი­ტო­რი­უ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ კი­დევ უფ­რო რთუ­ლი ამო­ცა­ნა გახ­და ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის. და­შო­რი­შო­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა კონ­ფლიქ­ტის დაწ­ყე­ბი­დან დღემ­დე გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, რაც თა­ვის მხრივ და­მო­კი­დე­ბუ­ლია შემ­დეგ გა­დამ­წყვეტ ფაქ­ტორ­ზე:

 

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც რე­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბის და მი­სი სა­გა­რეო- პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე.

 

ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ფაქ­ტო­რი კი დი­დი ალ­ბა­თო­ბით გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ზო­გა­დად კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის სა­კით­ხი­დან და ამ­დე­ნად, ბუ­ნებ­რი­ვია თუ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის საფ­რთხის შემ­ცვე­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცია ში­შობს რომ თუ ხე­ლი­დან გა­ექ­ცე­ვა სა­ქარ­თვე­ლო, მას გაყ­ვე­ბა მთლი­ა­ნად კავ­კა­სია”.

 

შე­სა­ბა­მი­სად, 90-ია­ნი წლე­ბი­დან დღემ­დე მოს­კოვ­მა შეგ­ნე­ბუ­ლად შე­ი­მუ­შა­ვა ისე­თი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ცნე­ბა, რო­გო­რი­ცაა ერ­თი­ა­ნი კავ­კა­სია და ერ­თმა­ნე­თის­გან არ გა­ნას­ხვა­ვებს სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ას, ხო­ლო აღ­ნიშ­ნუ­ლი “ერ­თი­ა­ნი კავ­კა­სი­ის” მარ­თვის გა­სა­ღე­ბად სა­ქარ­თვე­ლო და­ა­სა­ხე­ლა, რო­გორც ამ “ერ­თო­ბის გუ­ლი”. ამ­დე­ნად, გა­საკ­ვი­რი არ უნ­და იყოს თუ მოს­კოვ­სა და თბი­ლისს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის მთა­ვარ თე­მად კვლავ რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი. ეს უკა­ნას­კნე­ლი უნ­და გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, რო­გორც რფ-ის ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ა­ფერ­ხოს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც “კავ­კა­სი­ის გუ­ლის” რე­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სი და უზ­რუნ­ველ­ყოს მი­სი დარ­ჩე­ნა რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კურ ფარ­ვა­ტერ­ში.

 

ამო­წუ­რუ­ლია თუ არა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი?

 

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ედუ­რად შე­ვარ­დნა­ძის მოს­ვლა არ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ვექ­ტო­რის მკვეთ­რი და და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი ცვლა და­სავ­ლე­თის­კენ. შე­ვარ­დნა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლო გა­წევ­რი­ან­და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­თა თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში, რო­მე­ლიც უამ­რა­ვი ექ­სპერ­ტი­სა და ანა­ლი­ტი­კო­სის აზ­რით იყო რუ­სე­თის მცდე­ლო­ბა რა­ი­მე ფორ­მით შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა გავ­ლე­ნა პოსტ-საბ­ჭო­თა სივ­რცე­ზე. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს რომ აფ­ხა­ზე­თის ომის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ქარ­თულ­მა მხა­რემ თან­ხმო­ბა გა­ნაც­ხა­და და აფ­ხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი შე­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა ექ­სპერ­ტებს მი­აჩ­ნი­ათ რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა იმ დრო­ის­თვის არ ყო­ფი­ლა. სა­პა­სუ­ხო ადექ­ვა­ტურ ნა­ბი­ჯებს ქარ­თუ­ლი მხა­რე რუ­სე­თის­გან უშე­დე­გოდ ელო­და. მა­გა­ლი­თის­თვის: არ ყო­ფი­ლა წინ­სწვა­ლა ისე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზა­ზე რო­გო­რი­ცაა კონ­ფლიქ­ტე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი რუ­სე­თის ასე­თი და­მო­კი­დებ­ლო­ბა გახ­და მი­ზე­ზი იმი­სა რომ ქარ­თულ­მა მხა­რემ შეც­ვა­ლა მიდ­გო­მე­ბი, და­იწ­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნა­ზე სა­უ­ბა­რი, გა­და­იდ­გა მკვეთ­რი ნა­ბი­ჯე­ბი  და­სავ­ლეთ­თან  და­ახ­ლო­ე­ბი­სა  და  ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის  გაღ­რმა­ვე­ბის  კუთ­ხით.  2002-2003  წლებ­ში წვრთნი­სა   და   აღ­ჭურ­ვის   პროგ­რა­მაც   და­იწ­ყო.   მა­ლე­ვე   გა­მო­იკ­ვე­თა   რუ­სე­თის   უარ­ყო­ფი­თი   რე­აქ­ცია. და­სავ­ლურ   სამ­ყა­რო­ში  ინ­ტეგ­რა­ცი­ის  სურ­ვი­ლი  სხვა­დას­ხვა   აქ­ტი­ვო­ბებ­შიც  გა­მო­ი­ხა­ტა. მა­გა­ლი­თის­თის, სწო­რედ   ამ   პე­რი­ოდ­ში   და­იწ­ყო   სა­უ­ბა­რი   სა­ქარ­თვე­ლოს   და­სავ­ლეთ-აღ­მო­სავ­ლე­თის   და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი  ენერ­გე­ტი­კუ­ლი           დე­რეფ­ნის   ფუნ­ქცი­ა­ზე,   რა­მაც   უკ­ვე     და­ძა­ბუ­ლი     ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან  კი­დევ  უფ­რო  გა­ამ­წვა­ვა.  რუ­სე­თის  ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის  ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი  ენერ­გო­დე­რე­ფა­ნი სამ­ხრეთ-კავ­კა­სი­ა­ში  და­მა­ტე­ბი­თი  თა­ვის­ტკი­ვი­ლი  იყო.  იმ­დე­ნად,  რამ­დე­ნაც  ეს  ინი­ცი­ა­ტი­ვა  ან­გრევ­და  მის მთა­ვარ გეგ­მას ევ­რო­პის­თვის  ყო­ფი­ლი­ყო    ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ერ­თა­დერ­თი  და       უალ­ტერ­ნა­ტი­ვო მიმ­წი­დო­დე­ბე­ლი.  ასეთ  პი­რო­ბებ­ში   უნ­და  ვი­ვა­რა­უ­დოთ   რომ რა­ი­მე ცი­ვი­ლუ­რი არ­გუ­მენ­ტის და­პი­რის­პი­რე­ბა   და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი  ქვეყ­ნის  ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე  გახ­დეს  და­სავ­ლუ­რი  ოჯა­ხის  სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი   საკ­მა­ოდ   რთუ­ლი   აღ­მოჩ­ნდა   რუ­სე­თის­თვის.   შე­სა­ბა­მი­სად   სამ­ხედ­რო   პრო­ვო­კა­ცია   ამ   გზე­ზე სა­უ­კე­თე­სო   და   უალ­ტერ­ნა­ტი­ვო   სა­შუ­ა­ლე­ბად   რჩე­ბო­და.   ამ   რე­ა­ლო­ბამ   კულ­მი­ნა­ცი­ას   2008   წლის აგ­ვის­ტო­ში  მი­აღ­წია.

 

[ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სატ­რან­ზი­ტო ქვეყ­ნის ფუნ­ქცი­ის შე­ძე­ნა არ გახ­და ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­რან­ტია. გლო­ბა­ლუ­რი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს თა­ვი­სუ­ფა­ლი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა და, რო­მელ­შიც აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, ამ უკა­ნას­კნე­ლის­თვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა ბა­ნაკ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა წარ­მო­ად­გენს და­მა­ტე­ბით თა­ვის ტკი­ვილს, მით უფ­რო მა­შინ თუ ღი­ად ვდეკ­ლა­რი­რებთ რომ ესა თუ ის პრო­ექ­ტი მი­მარ­თუ­ლია “ვინ­მეს” წი­ნა­აღ­მდეგ ]

 

ამ და­პი­რის­პი­რე­ბამ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რე­ა­ლუ­რი ომის სა­ხე მი­ი­ღო. შე­დე­გად კი მი­ვი­ღეთ და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე ათა­სი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რი, სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან, რუ­სეთ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაწ­ყვე­ტა, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის ღია ყოფ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩა­მო­ცი­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და მრა­ვა­ლი სხვა “სი­კე­თე”. სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის აღი­ა­რე­ბით კი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით თქვა უა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ყვე­ლა “სა­ვაჭ­რო” თე­მა­ზე. მან ასე­ვე უა­რი თქვა აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით ემარ­თე­ბა სი­ტუ­ა­ცია რე­გი­ონ­ში. ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა კით­ხვა რა ბერ­კე­ტი რჩე­ბა რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კურ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას “კავ­კა­სი­ის გუ­ლის” სა­მარ­თა­ვად გარ­და სამ­ხედ­რო გზი­სა? აღ­ნიშ­ნულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა პრაქ­ტი­კუ­ლად ამო­წუ­რუ­ლია.

 

კონ­ფლიქ­ტის  ფარ­თო,  რე­გი­ო­ნა­ლუ­რი  კონ­ტექ­სტი

 

ანა­ლი­ტი­კურ  წრე­ებ­ში  გავ­რცე­ლე­ბუ­ლი  მო­საზ­რე­ბა,  თით­ქოს  “რფ-ის­თვის  სა­ქარ­თვე­ლოს  ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის    აღი­ა­რე­ბა    და­მა­ტე­ბი­თი    თა­ვის    ტკი­ვი­ლია”    არ    შე­იძ­ლე­ბა    ქმნი­დეს    სი­ტუ­ა­ცი­ის    ჩვენ­და სა­სი­კე­თოდ  გან­ვი­თა­რე­ბის  ილუ­ზი­ებს. იმ­დე­ნად,  რამ­დე­ნა­დაც  საქ­მე  გვაქვს  რუ­სე­თის  ისეთ  სა­სი­ცოც­ხლო  მნიშ­ვნე­ლო­ბის  თე­მას­თან  რო­გო­რი­ცაა – რუ­სე­თი  კავ­კა­სი­ა­ში. პრე­მი­ერ         პუ­ტინ­სა         და       მის      თა­ნა­მო­აზ­რე  სამ­ხედ­რო      ელი­ტის          წარ­მო­მად­გენ­ლებს   ღია            წყა­რო­ებ­ში არა­ერ­თხელ  გა­უჟ­ღე­რე­ბი­ათ  პო­ზი­ცია  რომ  რუ­სე­თის  დაშ­ლას  მე­სა­მე  ძა­ლა  ცდი­ლობს  და  ის ამის­თვის სწო­რედ   ფე­დე­რა­ცი­ის   ყვე­ლა­ზე   მოწ­ყვლად   რე­გი­ონს   ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ას   იყე­ნებს.   მე­სა­მე  ძა­ლად   კი ღი­ად  სა­ხელ­დე­ბა  შე­ერ­თე­ბუ­ლი  შტა­ტე­ბი  და  დი­დი ბრი­ტა­ნე­თი.

 

[ბუ­ნებ­რი­ვია თუ რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლა­ვენ და მას რფ-ის სა­ხელ­მწი­ფო უსაფ­რთხო­ე­ბის­თვის და­მან­გრე­ველ საფ­რთხედ მი­იჩ­ნე­ვენ]

 

ამ­დე­ნად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია კავ­კა­სი­ა­ში თავ­დაც­ვის პო­ზი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, რო­გო­რი­ცაა მე­სა­მე ძა­ლის მი­ერ ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სე­პა­რა­ტიზ­მის საფ­რთხე.

 

კრემ­ლის “ში­შე­ბი” დი­დი ალ­ბა­თო­ბით არ არის თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი. ჩეჩ­ნე­თის მოვ­ლე­ნებ­ში აშ­კა­რად გა­მოჩ­ნდა მე­სა­მე ძა­ლა, რო­მე­ლიც კონ­ფლიქტს ფუ­ლი­თა და მებ­რძო­ლე­ბით კვე­ბავ­და. ამას­თან ერ­თად სი­ტუ­ა­ცი­ას კი­დევ უფ­რო არ­თუ­ლებ­და რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნებ­ზე ყიდ­და და ყი­დის ია­რაღს.

 

მარ­თა­ლია, კრემ­ლმა, პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა ჩეჩ­ნეთ­ში კონ­ფლიქ­ტის ლო­კა­ლი­ზა­ცია და არ და­უშ­ვა მი­სი დი­ფუ­ზია, მაგ­რამ “კონ­ფლიქ­ტი” შორს არ წა­სუ­ლა და იქ­ვე და­ღეს­ტან­ში იპო­ვა ნო­ყი­ე­რი ნი­ა­და­გი. ელ­ცი­ნის რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში დღეს ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით მა­ღალ ხა­რის­ხშია და კრემ­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ ამ პრობ­ლე­მის ლო­კა­ლი­ზე­ბა­საც შეძ­ლებს, თუმ­ცა რო­დემ­დე ეს გა­უკ­რვე­ვე­ლია…

 

ამავ­დრო­უ­ლად, 2014 წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად სულ უფ­რო იზ­რდე­ბა რის­კი იმი­სა, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბამ ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ა­ში ვა­ი­ნა­ხუ­რი ზო­ნი­დან ჩერ­ქე­ზულ ზო­ნა­ში გა­და­ი­ნაც­ვლოს (ადი­ღე, ყა­რა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თი, ყა­ბარ­დო, აფ­ხა­ზე­თი) აღ­ნიშ­ნულ ზო­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია რფ-ის­თვის მარ­თლაც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა:

 

1. ჩეჩ­ნუ­რი ზო­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით ჩერ­ქე­ზუ­ლი არ არის ისე­თი­ვე იზო­ლი­რე­ბუ­ლი;

 

2. აქ პრობ­ლე­მას ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სე­პა­რა­ტიზ­მი წარ­მო­ად­გენს და არა ვა­უ­ნა­ხუ­რი ზო­ნის ია­ტაკ­ქვე­შა დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ის­ლა­მის­ტუ­რი ბუ­ნე­ბა

 

3. ლე­გენ­და დი­დი ჩერ­ქე­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ხებ (რომ­ლის აღ­დგე­ნა­საც მო­ით­ხო­ვენ) მო­ი­ცავს აღ­მო­სავ­ლეთ შა­ვიზ­ღვის­პი­რეთს (აფ­ხა­ზე­თის ჩათ­ვლით), კრას­ნო­და­რი­სა და სტავ­რო­პო­ლის მხა­რე­ებს; 4. დი­დი ჩერ­ქე­ზე­თის აღ­დგე­ნის იდეა გან­სა­კუთ­რე­ბით და სა­ეჭ­ვოდ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გა­აქ­ტი­ურ­და

 

5. იდე­ის იდე­ო­ლო­გე­ბი­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი (ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი) ცხოვ­რობს რუ­სე­თის ფარ­გლებს გა­რეთ.

 

2005 წლის 3 ოქ­ტომ­ბრის სამ­ხედ­რო აქ­ცი­ი­სას ბო­ე­ვი­კებ­მა და­ი­კა­ვეს ქ. ნალ­ჩი­კი. ეს იმ პე­რი­ო­დის­თვის და­ძა­ბუ­ლო­ბის ერ­თგვა­რი კულ­მი­ნა­ცია იყო, თუმ­ცა 2009, 2010 და 2011 წლე­ბის სტა­ტის­კტი­კა აჩ­ვე­ნებს რომ ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რეთ­ში ცენ­ტრსა და ია­ტაქ­ვე­შეთს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა სულ უფ­რო და უფ­რო იზ­რდე­ბა. ასეთ დროს ჩერ­ქე­ზუ­ლი ზო­ნის, რო­გორც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად იზო­ლი­რე­ბუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლის ამო­კეტ­ვა რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მარ­თლე­ბულ ტაქ­ტი­კურ ნა­ბი­ჯად უნ­და შე­ფას­დეს.

 

აფ­ხა­ზე­თის ოკუ­პა­ცია დიდ­წი­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ “ამო­კეტ­ვის” პრო­ცეს­ში. სი­ტუ­ა­ცი­ის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩერ­ქე­ზულ­მა ზო­ნამ აფ­ხა­ზე­თის სა­ხით და­კარ­გა “ზურ­გი”, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ას­რუ­ლებ­და “მე­კავ­ში­რის” ფუნ­ქცი­ას ზღვით თურ­ქეთ­თან, სა­დაც ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ჩერ­ქე­ზუ­ლი დი­ას­პო­რაა დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი. უსაფ­რთხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­საზ­ღვრო ნა­წი­ლე­ბის ჩა­ყე­ნე­ბა აფ­ხა­ზე­თის საზ­ღვარ­ზე კი­დევ უფ­რო ამ­ყა­რებს აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ას, თუმ­ცა ეს არ არის ერ­თა­დერ­თი “სი­კე­თე” რაც ამით რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კურ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­აღ­წია.

 

რაც შე­ე­ხე­ბა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს. აქ სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კრემ­ლის­თვის გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვა­დაა. ეს უკა­ნას­კნე­ლი (ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი) თა­ვი­სი რთუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ბის “წყა­ლო­ბით” თა­ვად­ვე “უზ­რუნ­ველ­ყოფს” სა­კუ­თა­რი თა­ვის იზო­ლი­რე­ბას და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს­გან, რაც ერ­თი-ორად უად­ვი­ლებს მოს­კოვს ან­კლა­ვის მარ­თვას. აფ­ხა­ზე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით ცხინ­ვალ­ში საქ­მეს კი­დევ უფ­რო აი­ო­ლებს რე­გი­ონ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­ცი­რე, თუმ­ცა ეს ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბა არ არის ამ ორ ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონს შო­რის.

 

აფ­ხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აშ­კა­რად მა­ღა­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი თვით­შეგ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ ღრმა ის­ტო­რი­უ­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ანა­ლი­ტი­კოს­თა აზ­რით აფ­ხა­ზე­ბი ოსე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით თავს იმ მი­წის შვი­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ რო­მელ­ზეც ისი­ნი დღემ­დე ცხოვ­რო­ბენ. ოსურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი “ჩე­მი მი­წი­სა” და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე”-ს გან­ცდა ნაკ­ლე­ბად შე­იმ­ჩნე­ვა. მათ ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან თა­ვი­ან­თი, რო­გორც “ახალ­მო­სახ­ლე­ე­ბის” ის­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ­თვის სწო­რედ ამი­ტომ არ არის პრობ­ლე­მა – უსიტ­ყვოდ დაჰ­ყვნენ მოს­კო­ვის პო­ლი­ტი­კურ დიქ­ტატს, ნე­ბის­მი­ერ დროს დათ­მონ, ან გა­ყი­დონ სა­კუ­თა­რი და დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის პო­ლიტ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

 

მარ­თა­ლია, ეს ერთ-ერ­თი მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც ამ ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის პო­ლი­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. სა­ერ­თო ჯამ­ში მოს­კო­ვის აქ­ტი­უ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბით ორი­ვე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი სულ უფ­რო ემ­სგავ­სე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის იმ ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ურ სუ­ბი­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც და ეკო­ნო­მი­კუ­რა­დაც ბო­ლომ­დე მიბ­მულ­ნი არი­ან ფე­დე­რა­ცი­ის ცენ­ტრა­ლურ ბი­უ­ჯეტს, სა­დაც ფუ­ლი ელი­ტის ჯი­ბე­ებ­ში ილე­ქე­ბა, ხო­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი ნა­წი­ლი კვლავ სი­ღა­რი­ბე­ში რჩე­ბა.

 

ასეთ პი­რო­ბებ­ში ელი­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მორ­ჩი­ლე­ბა თით­ქმის 100 პრო­ცენ­ტი­ა­ნი გა­რან­ტი­ის ტოლ­ფა­სია, თუმ­ცა ამ ჭრილ­ში სა­ინ­ტე­რე­სოა დე-ფაქ­ტო აფ­ხა­ზე­თის ლი­დე­რის სერ­გეი ბა­ღაფ­შის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ბუნ­დო­ვა­ნი ის­ტო­რია. ეს უკა­ნას­კნე­ლი პრინ­ციპ­ში მოს­კოვ­თან ტე­რი­ტო­რი­უ­ლი კონ­ფლიქ­ტის პი­რო­ბებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ფაქ­ტია, რომ მოს­კო­ვი არ და­უშ­ვებს აფ­ხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის კონ­ტრო­ლი­დან გას­ვლას, იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც:

 

1. კრემ­ლი არ და­უშ­ვებს აფ­ხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის სა­ხით ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ას მის­ცეს სე­პა­რა­ტიზ­მის წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი (ამი­ტომ მა­თი ეკო­ნო­მი­კა მუდ­მი­ვად უნ­და იყოს ას­კე­ტუ­რი გათ­ვლე­ბის)

 

2. აფ­ხა­ზე­თი არ უნ­და იქ­ცეს სო­ჭის კონ­კუ­რენტ ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტად, ის მუდ­მი­ვად უნ­და იყოს რუ­სე­თის სა­შუ­ა­ლო და კი­დევ უფ­რო და­ბა­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ხელ­მი­საწ­ვდომ და­სას­ვე­ნე­ბელ ზო­ნად

 

3. აფ­ხა­ზეთ­მა სულ ცო­ტა 2014 წლამ­დე უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს ზამ­თრის სო­ჭის ოლი­მი­ა­დის მშვი­დო­ბი­ა­ნი ჩა­ტა­რე­ბა (არ და­უშ­ვას ჩერ­ქე­ზუ­ლი ზო­ნის ღი­ა­ო­ბა)

 

4. ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი უნ­და დარ­ჩეს, სა­ქარ­თვე­ლოს გულ­ში შე­მოჭ­რი­ლი “რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზა”, რო­გორც სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

 

ზო­გა­დად, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის გან­ხილ­ვა ფარ­თო რე­გი­ო­ნა­ლუ­რი კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლად ძალ­ზედ რთუ­ლია, იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა ამ დი­დი რე­გი­ო­ნის (კას­პი­ის და შა­ვი ზღვის ერ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნი) მი­მართ წარ­მო­ად­გენს მჭიდ­როდ და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პო­ნენ­ტთა ერ­თობ­ლი­ო­ბას, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბა კონ­სტრუქ­ცი­ის რღვე­ვას გა­მო­იწ­ვევს.

 

ტე­რი­ტო­რი­უ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის აღ­დგე­ნის სა­კით­ხი ქვეყ­ნის პრი­ო­რი­ტე­ტულ სა­კით­ხთა ნუს­ხა­ში ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მო­სუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტეტ­თა ნუს­ხა­ში ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­კით­ხი ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ი­კა­ვებს ად­გილს, თუმ­ცა მმარ­თველ გუნდს მო­უ­წევს გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს კონ­ფლიქ­ტის გლო­ბა­ლუ­რი კონ­ტექ­სტი.

 

ასე­ვე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უნ­და იქ­ნას ისიც რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შე­დე­გად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ სა­ბო­ლო­ოდ და სა­მარ­თლი­ა­ნად და­იმ­სა­ხუ­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­უც­ხო­ე­ბა და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­კარ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­და­რე­ბით “რბი­ლი” ბერ­კე­ტე­ბი.

 

მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში რუ­სე­თის მხრი­დან გან­მე­ო­რე­ბი­თი აგ­რე­სი­ის საფ­რთხე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რომ თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა საფ­რთხე ამა თუ იმ ხა­რის­ხით მუდ­მი­ვად იარ­სე­ბებს. ამა­ვე დროს, პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე გა­კე­თე­ბუ­ლია გან­ცხა­დე­ბა რომ სა­ქარ­თვე­ლო არ შე­უ­რიგ­დე­ბა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბას და აღ­ნიშ­ნუ­ლის დეკ­ლა­რი­რე­ბა მუდ­მი­ვად უნ­და გაგ­რძელ­დეს, თუმ­ცა ეს უკა­ნას­კნე­ლი სრუ­ლე­ბი­თაც არ ნიშ­ნავს რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა პრი­ო­რი­ტე­ტულ სა­კით­ხთა ნუს­ხის სა­თა­ვე­ში მო­ექ­ცეს.

 

კონ­ფლიქ­ტის გლო­ბა­ლუ­რი ჭრი­ლი და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პერ­სპექ­ტი­ვის ზე­და­პი­რუ­ლი ანა­ლი­ზიც კი ცხად­ყოფს რომ მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში არა­რე­ა­ლუ­რია. დრო­ე­ბით უკონ­ტრო­ლო რე­გი­ო­ნებ­ში რუ­სულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა და ეკო­ნო­მი­კურ­მა დიქ­ტატ­მა სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონ­თა მმარ­თვე­ლი ელი­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი ნუ­ლო­ვან ნიშ­ნულ­ზე და­იყ­ვა­ნა. რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა სა­ინ­ფორ­მა­ციო-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აქ­ცი­ე­ბით აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს და კვლავ გა­აგ­რძე­ლებს და­შო­რი­შო­რე­ბულ ქარ­თულ-აფ­ხა­ზურ, ქარ­თულ-ოსურ მხა­რე­ებს შო­რის სი­ძულ­ვი­ლი­სა და ზიზ­ღის თეს­ვას. სი­ტუ­ა­ცი­ას ისიც არ­თუ­ლებს, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად ინ­სპი­რი­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ კონ­ფლიქ­ტში ეთ­ნი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხით ფი­გუ­რი­რებს. და ამის ჯი­უ­ტად უარ­ყო­ფა არ­ცერ­თი მხა­რის­თვის არ არის მომ­გე­ბი­ა­ნი. 

 

პრაქ­ტი­კუ­ლად, მი­ვი­ღეთ სი­ტუ­ა­ცია რო­დე­საც რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კურ და ფი­ნან­სურ ნემ­სზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი სე­პა­რა­ტის­ტთა ელი­ტა უახ­ლო­ეს თვალ­სა­წი­ერ მო­მა­ვალ­ში ვერ გა­ბე­დავს გა­მო­ხა­ტოს ქარ­თულ მხა­რეს­თან ღია (ფა­რუ­ლი?) დი­ა­ლო­გის სურ­ვი­ლი.

 

ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში კი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­კით­ხი­სად­მი სპე­ცი­ფი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­მა­ტე­ბით ადა­მი­ა­ნურ და ფი­ნან­სურ რე­სურს წა­არ­თმევს სა­ხელ­მწი­ფოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სის გა­ღე­ბამ ასეთ უპერ­სპექ­ტი­ვო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­საძ­ლოა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი რე­ა­ლურ მუ­ქა­რე­ბად აქ­ცი­ოს. უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ხმა­მაღ­ლა და და­მა­ჯე­რებ­ლად მო­ახ­დი­ნოს იმის დეკ­ლა­რი­რე­ბა, რომ

 

ის იმ­ყო­ფე­ბა თავ­დაც­ვით მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან და რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის ერ­თა­დერთ მე­ქა­ნიზმს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ან გზა­ში ხე­დავს.

 

პა­რა­ლე­ლუ­რად ადექ­ვა­ტუ­რად უნ­და უპა­სუ­ხოს ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბულ ეკო­ნო­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თის გა­მოწ­ვე­ვებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის ღირ­სე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა.

 

კონ­ფლიქ­ტე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კით­ხის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტ­ზე დრო­ე­ბით უა­რის ხმა­მაღ­ლა თქმა უნ­და კომ­პენ­სირ­დეს სა­ვა­რა­უ­დო აქ­ტი­ვო­ბე­ბით:

 

• დრო­უ­ლად უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ინ­ფორ­მა­ციო-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აქ­ცი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ბის მი­მართ;

 

• არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის­თვის ნდო­ბის აღ­დგე­ნი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზა­ზე უნ­და მო­იხ­სნას ყვე­ლა ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი

 

• არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს უნ­და მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა მარ­ტი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გამ­სჭვა­ლუ­ლია კონ­ფლიქ­ტის ტრან­სფორ­მა­ცი­ის სურ­ვი­ლით

 

• გან­ხორ­ცი­ელ­დეს სპეც­სამ­სა­ხუ­რის კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა / და­იწ­ყოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის მმარ­თვე­ლი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­ი­დუმ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბა;

 

• მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის.

 

სა­ბო­ლოო ჯამ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უა­რი უნ­და თქვას ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის ამ­ბი­ცი­ურ, მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ზე და ყვე­ლა სა­ხის რე­სურ­სი გა­და­ა­ნა­წი­ლოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბის­თვის. კონ­ფლიქ­ტე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კით­ხის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტ­ზე დრო­ე­ბით უა­რის ხმა­მაღ­ლა დეკ­ლა­რი­რე­ბის და აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც რუ­სე­თის მხრი­დან ახა­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის საფ­რთხე მა­ინც იარ­სე­ბებს.

 

იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­ფლიქ­ტე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბა იყო და რჩე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის იმ­პე­რი­უ­ლი და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბად.

 

“Неужели не узнаете? А между тем многие находят, что я поразительно похож на своего отца”

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...